მიხეილ სარჯველაძე - პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები ნამდვილად არ არის შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი და ვითარებას რეალურად ვერ განმუხტავს

პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები ნამდვილად არ არის შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი და რეალურად ვერ განმუხტავს ვითარებას - იმ ფონზე, როგორშიც ახლა ვიმყოფებით, ჰიპოთეტურადაც არ შეიძლება დაშვება, რომ არჩევნებს შეიძლება განმუხტვის შესაძლებლობა ჰქონდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას "ქართული ოცნების" დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

როგორც სარჯველაძემ განმარტა, ოპოზიციის მხრიდან საუბარია არა ვითარების განმუხტვის შესაძლებლობაზე, არამედ მათთვის მეორე შანსის მიცემაზე. მისივე თქმით, მოლაპარაკების მაგიდასთან ოპოზიციის რიგებში არსებობდა ძალა, რომელსაც არ ჰქონდა განწყობა იმისა, რომ მოლაპარაკება შემდგარიყო.

"აკაკი მინაშვილმა ერთმნიშვნელოვნად თქვა, რომ შეხვედრაზე ულტიმატუმით შევიდნენ და შეთანხმების წინაპირობა ამ ულტიმატუმის დაკმაყოფილება იყო. ოპოზიცია მთელი მონდომებით ცდილობს, რომ ქვეყანაში კრიზისი შეიქმნას. ეს კრიზისი არჩევნების გაყალბებაზე საუბრით დაიწყო, რის იოტისოდენა მტკიცებულებაც არა აქვთ და ვერც იქნება ამის დასაბუთება მოძიებული. ოპოზიციის განწყობა აბსოლუტურად დესტრუქციული იყო. ისეთი პირობები დადგა, რომელიც ალტერნატივას არ ტოვებდა. ულტიმატუმია და სხვა არაფერი, როცა ასეთი განცხადება კეთდება: ვადამდელი არჩევნები და მელია-რურუას გათავისუფლება. ეს ორი პირობა იყო, რომლის არდაკმაყოფილების შემთხვევაში, მათი მხრიდან საუბარს აზრი ეკარგებოდა. ულტიმატუმის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ისინი ლაპარაკზე უარს აცხადებდნენ. ამის შემდეგ რა მოლაპარაკებზე და რომელი შეთავაზების არგაკეთებაზე გვაქვს საუბარი?!" - განაცხადა სარჯველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

სარჯველაძემ დღეს ისიც თქვა, რომ ხელისუფლებას ყველა საკითხზე კონსტრუქციული დამოკიდებულება ჰქონდა, თუმცა აქვე დასძინა, რომ კონკრეტულ დეტალებზე ვერ ისაუბრებს. სარჯველაძე ამბობს, რომ ოპოზიციასთან საუბარი გაგრძელდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა