დავით მათიკაშვილი - ოპოზიციის მხრიდან ულტიმატუმების ენით საუბარი, მათი მხრიდან მოლაპარაკების ჩაშლის სურვილზე მიუთითებდა

მთავარი წამოცდენა იყო აკაკი მინაშვილის, როცა პირდაპირი გზავნილი გააჟღერა კიევიდან და თქვა, რომ იქ ულტიმატუმებით მივიდა ოპოზიცია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან ულტიმატუმების ენით საუბარი, მათი მხრიდან მოლაპარაკების ჩაშლის სურვილზე მიუთითებდა.

„ქართული ოცნების“ მხრიდან წარდგენილი და გადადგმული იყო ყველა რეალური, სამართლიანი ნაბიჯი, რომ კომპრომისული, ზეპარტიული გადაწყვეტილებებით ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიგვეღო, მაგრამ საზოგადოებამ კარგად მოისმინა და ალბათ, მთავარი წამოცდენა იყო აკაკი მინაშვილის, როცა პირდაპირი გზავნილი გააჟღერა კიევიდან და თქვა, რომ იქ ულტიმატუმებით მივიდა ოპოზიცია და თუ არა ულტიმატუმების დაკმაყოფილება, შემდეგ ნაბიჯებზე მათი მხრიდან საუბარი ზედმეტი იყო. როცა მოლაპარაკება მიმდინარეობს, იქ ულტიმატუმებზე საუბარი ზედმეტია, როგორც კი ულტიმატუმები წამოტივტივდება, ნათელია, რომ მოლაპარაკების ჩაშლისთვის არის ნაბიჯები გადადგმული,“ - განაცხადა მათიკაშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა ევროკომისიის ვიცე-სპიკერის განცხადებას, რომ თუ ქვეყანაში არ იქნება მიღწეული სტაბილურობა, საქართველომ შესაძლოა, ფინანსური დახმარების ნაწილი ვერ მიიღოს და აღნიშნა, რომ "ყველა იყოს მშვიდად - ევროპულ სტრუქტებს და საქართველოს შორის არის მაღალი ხარისხის ურთიერთობა და ამ ჭრილში იქნება ყველაფერი განხილული."

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა