სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ანაფილაქსიური შოკი ნებისმიერმა მედიკამენტმა ან ვაქცინამ შეიძლება გამოიწვიოს და ამის გამო ვაქცინაზე უარი არ უნდა ითქვას

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ანაფილაქსიური შოკი ნებისმიერმა მედიკამენტმა ან ვაქცინამ შეიძლება გამოიწვიოს და ამის გამო ვაქცინაზე უარი არ უნდა ითქვას.

ამასთან, ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომ ვაქცინაციის პროცესი არ შეჩერდა, ჩიხლაძე სწორს უწოდებს.

„ვაქცინას შეიძლება იშვიათად ჰქონდეს გართულება, ისევე როგორც ანტიბიოტიკებს, ტკივილგამაყუჩებელს, როგორც ნებისმიერ სამკურნალო საშუალებას. მაგრამ იმის გამო, რომ ვიღაცას, მაგალითად, ანტიბიოტიკებზე, ანაფილაქსია განუვითარდა, არ ნიშნავს იმას, რომ ანტიბიოტიკებს ვიღებთ მოხმარებიდან, ან თუ ვინმეს ლიდოკაინზე განუვითარდა ანაფილაქსია, ამის გამო სტომატოლოგთან სიარულს არ ვწყვეტთ. იმის გამო, რომ 100 ათას შემთხვევაში 1 ან 2 გართულება შეიძლება იყოს ვაქცინაზე, არა მხოლოდ კოვიდსაწინააღმდეგოზე, არამედ სხვა ნებისმიერ აპრობირებულ და დიდი ხნის განმავლობაში გამოყენებად ვაქცინაზე, ვაქცინებზე უარას არ ვამბობთ. ამისთვის კამპანია და ინფორმირება აუცილებელია და უნდა გაგრძელდეს. ჯერჯერობით, რაც ჩანს, გადაცდომას ადგილი არ უნდა ჰქონდეს“,- განაცხადა ჩიხლაძემ.

რაც შეეხება ასეთი შემთხვევებისგან პრევენციის ზომებს, ჩიხლაძე ამბობს, რომ ანაფილაქსიური შოკისგან თავის დაზღვევის მიზნით ანამნეზის დეტალურად გამოკვლევა უნდა მოხდეს.

„ასეთი შემთხვევებისგან თავის დაზღვევის მექანიზმი არის კარგად გამოკითხული ანამნეზი, რომ პაციენტს როდესმე რაიმე ისეთი რეაქცია ან უკუჩვენება ხომ არ ჰქონდა, რომ ამის გამო სამედიცინო პერსონალმა ეჭვი მიიტანოს. როგორც წესი, კარგად შეგროვებული ანამნეზის 80-85% შემთხვევაში ვლინდება, რომ იქ რაღაც ალერგიული ფონი შეიძლება იყოს, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ პროცესს“,- განაცხადა ჩიხლაძემ.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის კლინიკაში 27 წლის მედდას „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია ანაფილაქსიური შოკი გუშინ განუვითარდა. პაციენტი თბილისში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გუშინვე გადმოიყვანეს, თუმცა დღეს ის გარდაიცვალა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა