ნათია თურნავა - მივესალმებით USAID/Georgia-ის დაფინანსებით დაწყებულ პროგრამას, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდებს თავიანთი კარიერა სტუმარ-მასპინძლობის მენეჯმენტს დაუკავშირონ

მივესალმებით USAID/Georgia-ის დაფინანსებით დაწყებულ პროგრამას, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდებს თავიანთი კარიერა სტუმარ-მასპინძლობის მენეჯმენტს დაუკავშირონ - ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, აშშ-ის მთავრობა აგრძელებს საქართველოს ეკონომიკური ზრდისა და ძალისხმევის მხარდაჭერას, რომ ქვეყნის გახსნისას ტურიზმისთვის საზოგადოების ყველა ნაწილმა ახალი ეკონომიკური შესაძლებლობებით სარგებლობა შეძლოს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საუბარია USAID/Georgia-ის დაფინანსებით დაწყებულ ახალ ინიციატივაზე “საკადრო რესურსების გაძლიერება აჭარის ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორისთვის”. ინიციატივა ხელს უწყობს ახალგაზრდებს თავიანთი კარიერა სტუმართ-მასპინძლობის მენეჯმენტს დაუკავშირონ.

„ჩვენ ტრადიციულად მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასთან, კერძოდ, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან და მივესალმებით იმ ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას, რომელსაც სააგენტო ახორციელებს. კერძოდ, ამ პროგრამით სააგენტო ხელს უწყობს დასაქმებას ტურისტულ ინდუსტრიაში. პროგრამის ფარგლებში მათ მოახდინეს 430-მდე ადამიანის მომზადება-გადამზადება სტუმართ-მასპინძლობის სფეროს მენეჯმენტში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით პოსტპანდემიურ პერიოდში. რა თქმა უნდა, ჩვენი მხრივ, ჩვენც მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმების შენარჩუნებას. USAID-ის ზემოხსენებული პროგრამა კი სწორედ იმის წინაპირობაა, რომ ამაღლდეს ამ ინდუსტრიაში დასაქმებულთა კვალიფიკაცია“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბათუმში დაწყებული ინიციატივა, რომელსაც USAID/Georgia აფინანსებს, უკვე დაეხმარა 150 ადამიანს მასპინძლობის მენეჯმენტის სფეროში სრულგანაკვეთიანი სამსახურის პოვნაში, ასევე 50 პროფესიონალს მიეცა დაპირება პანდემიის შეზღუდვების მოხსნის შემდეგ დასაქმებაზე.

ჯამში, საკადრო რესურსების განვითარების ინიციატივით, რომელიც კერძო სექტორის პარტნიორმა „Key Management Solutions"-მა შეიმუშავა, მასპინძლობის მენეჯმენტში მომზადდა 430-ზე მეტი ადამიანი აჭარიდან, გურიიდან, იმერეთიდან და სამეგრელოდან.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს