ფინანსური ინსტიტუტების მიერ ანგარიშგების ეფექტიანად წარმოებისთვის ეროვნული ბანკი მაკროეკონომიკურ საპროგნოზო სცენარებს აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის, ფასს 9-ის, მიზნებისთვის მორიგ მაკროეკონომიკურ საპროგნოზო სცენარებს აქვეყნებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული სცენარების მიზანია, ხელი შეუწყოს ფინანსური ინსტიტუტების მიერ ანგარიშგების გამჭვირვალედ, თანმიმდევრულად და ეფექტიანად წარმოებას.

„სცენარების მიმდინარე განახლება ჩვეულზე რამდენიმე თვით ადრე ქვეყნდება, რათა კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეებისა და გაზრდილი გაურკვევლობის პირობებში ფინანსური ინსტიტუტები დროულად უზრუნველყოს მაკროეკონომიკური საპროგნოზო ინფორმაციით.

დოკუმენტში ასახულ პროგნოზებში ცვლადების დინამიკის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი COVID-19 პანდემიის განვითარებისა და ვაქცინაციის შესაძლო სცენარებია. საბაზო სცენარი ეკონომიკის გაჯანსაღების დაწყებას 2021 წლიდან განიხილავს, რასაც ვაქცინაცია, პანდემიის გავრცელების ტემპის შემცირება და მისი შემაკავებელი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა განაპირობებს. ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, ეკონომიკის გაჯანსაღება 2021 წლიდან, საბაზო სცენართან შედარებით, უფრო მაღალი ტემპით მიმდინარეობს, რაც გლობალურად და ქვეყნის შიგნით ვაქცინაციის დაჩქარებული პროცესითა და საბაზრო განწყობების გაუმჯობესებით მიიღწევა. პესიმისტური სცენარი კი 2021 წლის განმავლობაში პანდემიის გავრცელების მაღალი ტემპის შენარჩუნებასა და ვაქცინაციის პროცესის შეფერხებას ითვალისწინებს, რაც გახანგრძლივებულ რეცესიაში აისახება და ეკონომიკა აღდგენას მხოლოდ 2022 წლის მეორე ნახევრიდან იწყებს. საპროგნოზო პერიოდისთვის დამახასიათებელია ჩვეულზე მაღალი გაურკვევლობა და გაზრდილი რისკები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ფასს 9-ის მიხედვით, საკრედიტო რისკების შეფასებისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საპროგნოზო ინფორმაციას.

კერძოდ, მოსალოდნელი საკრედიტო დანაკარგების შეფასებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს მაკროეკონომიკური და ფინანსური გარემოს მოსალოდნელი ტენდენციები და ადგილობრივი და გლობალური რისკები. აღნიშნული ხელს შეუწყობს საკრედიტო რისკების დროულ აღრიცხვას და ამდენად პოზიტიური გავლენა ექნება ფინანსურ სტაბილურობაზე.

ამასთან, მნიშვნელოვანია სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტების მიერ გამოყენებული მაკროეკონომიკური დაშვებები იყოს ურთიერთშესადარისი, რასაც წარმოდგენილი საპროგნოზო სცენარების გამოყენება უზრუნველყოფს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა