გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, ძალადობის ეპიზოდზე დაკავებულების მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს მათი ოჯახის წევრების უკმაყოფილება მოჰყვა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ძალადობის ეპიზოდზე დაკავებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას მათი ოჯახის წევრების უკმაყოფილება მოჰყვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ხმაური იყო, სადაც მსჯავრდებულების ოჯახის წევრები აცხადებდნენ, რომ მოსამართლემ უკანონო გადაწყვეტილება გამოიტანა.

ერთ-ერთი ბრალდებულის, თენგიზ ბარბაქაძის მამის განცხადებით, გარკვეულმა პირებმა გამოძიებასთან ითანამშრომლეს, რის საფუძველზეც, დაკავებულებს გამამტყუნებელი განაჩენი მიუსაჯეს.

„გავასაჩივრებთ, გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო. ვთქვათ, პატარა წაიჩხუბეს, ვინმე მომჩივანი არის? 19-20 წლის ბიჭებს ციხეში უშვებენ, ვიღაცეებმა ითანამშრომლეს, რომ ეს ბიჭები ციხეში ჩაყარონ. რა მოიგეს ამით? წინასწარ ვიცოდი გუშინ, რომ 5 წელი ჰქონდათ გადაწყვეტილი. მოსამართლე არც გასულა სათათბიროდ, პირდაპირ მიუსაჯა",- განაცხადა ბარბაქაძემ.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის ძალადობის ეპიზოდზე ბრალდებული 5 სრულწლოვანი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

დაკავებული 5 პირიდან 4 ბრალდებულს 5-5 წლიანი პატიმრობა, ერთ პირს - მორაგბე ვასილ მახარაძეს კი 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა