შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არჩევნებიდან თითქმის 5 თვის შემდეგ „სამართლიანი არჩევნები“ ვერ აკმაყოფილებს გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების მინიმალურ სტანდარტს

„ქართული ოცნების“ წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არჩევნებიდან თითქმის 5 თვის შემდეგაც „სამართლიანი არჩევნები“ ვერ აკმაყოფილებს გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების მინიმალურ სტანდარტსაც კი და არ ასაჯაროებს იმ უბნების სიას, რომლის მონაცემებსაც პარალელური დათვლის დროს დაეყრდნო.

ამის შესახებ პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რითაც გამოეხმაურა „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებას, სადაც ორგანიზაცია მმართველ გუნდს მოუწოდებს შეწყვიტოს მასზე თავდასხმები.

„კარგი. მოდი, მაშინ, ის ვთქვათ, რაც საფუძვლიანი ბრალდებაა და დამტკიცდა: დამტკიცდა, რომ პარალელური დათვლის შედეგები იყო მცდარი. ISFED-მა იცოდა ეს და ერთი თვე (11 დეკემბრამდე) მალავდა. ISFED-მა იცოდა ეს და 16 ნოემბერს ჩვენთან შეხვედრისას პირდაპირ მოგვატყუა, რომ არანაირი შეცდომა არ არის. 8% უბნებში მეტობა და 4% ცდომილება იყო მცდარი. მოკვლევის შემდეგ 29 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში ISFED-მა ეს დამალა. მხოლოდ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადეს, რომ შესწორების ოქმების გათვალისწინებით მათი მონაცემები ცესკო-სას დაემთხვა. თუმცა, ეს გადამწყვეტი დაზუსტება დღემდე არ ასახულა მათ განცხადებაში ან ISFED-ის ვებგვერდზე.

რაც მთავარია, არჩევნებიდან თითქმის 5 თვის თავზეც ISFED-ი ვერ აკმაყოფილებს გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების მინიმალურ სტანდარტსაც კი და არ ასაჯაროებს იმ უბნების სიას, რომლის მონაცემებსაც პარალელური დათვლის დროს დაეყრდნო.

და ბოლოს, სწორედ პარალელური დათვლის და ცესკო-ს შედეგების აცდენა იყო ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიაზე შეურაცხყოფის და სიძულვილის კამპანიის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი. ISFED-ს დღემდე არ გამოუთქვამს წუხილი, რომ მათ მიერ მცდარი ინფორმაციის გავრცელებამ, ასეთი სიძულვილის ტალღის აგორებას შეუწყო ხელი. დანარჩენი თქვენ განსაჯეთ“, - წერს პაპუაშვილი.

ცნობისთვის, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, შეწყვიტოს ორგანიზაციაზე თავდასხმები და ძალისხმევა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისკენ მიმართოს.

ამის შესახებ ორგანიზაციამ განცხადებას გაავრცელა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, „ხმების პარალელური დათვლის (PVT) გაყალბების თაობაზე“. ორგანიზაციის განცხადებით, კობახიძის ეს ბრალდება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ევროკავშირის ფასილიტაციით მიმდინარე მოლაპარაკების წარუმატებლად დასრულების შემდეგ კიდევ ერთხელ გაჟღერდა.

ვაჟა ბერიძე - შეთანხმების ხელმოწერის ფაქტს პოლიტიკური თვალსაზრისით ერთი დამარცხებული ჰყავს, ესაა მიხეილ სააკაშვილი. მომხდარმა აჩვენა, რომ სააკაშვილი ოპოზიციას ვერ აკონტროლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2021
მსოფლიო 2021 წლის ინტელექტუალური საკუთრების დღეს სლოგანით  - „ინტელექტუალური საკუთრება და მცირე და საშუალო საწარმოები: თქვენი იდეების კომერციალიზაცია“ აღნიშნავს
"ბადაგონის" გამარჯვება საერთაშორისო კონკურსზე
განათლების ვირტუალური გამოფენა საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულთათვის
"ლიბერთი ბანკისა" და "ევექსი კლინიკების" პარტნიორობა კიდევ უფრო მასშტაბური ხდება
დისტანციური ავტოსესხი „ემბისისგან“ - ინოვაციური სერვისი ქართულ მიკროსაფინანსო ბაზარზე
დეველოპერულმა კომპანია "გრადამ" და ფინურმა კომპანია Kone Elevators-მა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს
"ევექსი კლინიკებმა" კოვიდგადატანილი პაციენტებისთვის პოსტ-კოვიდ მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზში პირველი აფთიაქი - "ფარმადეპო" გაიხსნა
„ემბისიმ“ უმსხვილესი შვეიცარული კომპანია Symbiotics-სგან 1,5 მლნ ფინანსური რესურსი მოიზიდა