თბილისის სააპელაციო სასამართლო 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის დამყარების ფაქტზე ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებაზე ინფორმაციას ავრცელებს

თბილისის სააპელაციო სასამართლო 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის დამყარების ფაქტზე ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებაზე ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ განცხადებაშია აღნიშნული, არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარებაში ბრალდებულ პირს პატიმრობა შეეფარდა.

„თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ 2021 წლის 19 მარტის განჩინებით ცვლილება შეიტანა ბრალდებულ ა. ნ.- ს მიმართ ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების თაობაზე, თელავის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 15 მარტის განჩინებაში.

სასამართლომ აღნიშნა, რომ 1995 წლის 24 ნოემბერს დაბადებული ა.ნ. ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 2021 წლის 12 მარტს და 2021 წლის 14 მარტს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით.

საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შემდეგ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ მიიღო გადაწყვეტილება და სრულწლოვანის მიერ წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური შეღწევისთვის ბრალდებულს, რაიონული სასამართლოს მიერ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო შეუცვალა პატიმრობით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა