თინა ბოკუჩავა - კობახიძე-თალაკვაძე მუდმივად შეხვედრების დეტალების გათქმაზე საყვედურობს ხოლმე ოპოზიციას და როგორც ჩანს, ფსევდო ოპოზიციას და ალეკო ელისაშვილს გულისხმობს

კობახიძე-თალაკვაძე მუდმივად შეხვედრების დეტალების გათქმაზე საყვედურობს ხოლმე ოპოზიციას და როგორც ჩანს, ფსევდო ოპოზიციას და ალეკო ელისაშვილს გულისხმობს,- ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ კითხვას, გაჟღერდა თუ არა მოლაპარაკების მიმდინარეობისას ხელისუფლების პოზიცია, რომლის თანახმადაც თუ თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ ხმათა 40%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს ვადამდელი არჩევნები დაინიშნება.

თინა ბოკუჩავას ინფორმაციით, ოპოზიცია მზად იყო განეხილა ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელი ინსტრუმენტები, თუმცა ხელისუფლების მხრიდან წარმოდგენილ მომლაპარაკებლებს, ამ თემების განხილვის ლეგიტიმაციაც კი არ ჰქონდათ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და რეალური ოპოზიცია იცავს კონფიდენციალურობის წესებს, რაც გათვალისწინებულია მოლაპარაკებებით.

ჩვენ შეგვიძლია ერთადერთი რამ ვთქვათ, რომ მზად ვიყავით განგვეხილა ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელი ინსტრუმენტები და მზად ვიყავით, რომ ეს შეთანხმება კონსენსუსის საფუძველზე მომხდარიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, დავინახეთ, რომ ივანიშვილის მომლაპარაკებლებს არ ჰქონდათ იმის მანდატი, რომ საერთოდ ამ თემებზე ესაუბრათ, არამცთუ ამ თემებზე შეთანხმება მომხადრიყო, არამედი იმის მანდატი და ნებართვა არ ჰქონდათ პატრონისგან აღებული, რომ ეს თემები საერთოდ განხილულიყო მოლაპარაკებების ფორმატში. ამიტომ, ძალიან სამწუხაროა, რომ მოლაპარაკების ეს ეტაპი წარუმატებლობით დასრულდა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით და ოპოზიციის ერთობით, რომელიც აქამდე შევინარჩუნეთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაინც შედგება შეთანხმება უახლოეს მომავალში, იმიტომ, რომ ეს სჭირდება ქვეყანას სასიცოცხლოდ.

ძალიან მნიშვნელოვანია ივანიშვილზე ზემოქმედებისთვის და მისი კალკულაციის სწორი დადგენისთვის, რომ მდგენელები იყოს საგარეო, ისევე როგორც საშინაო, ამიტომ საგარეო ზეწოლასთან ერთად, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს კვირებში მხოლოდ გაძლიერდება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან იგრძნოს საზოგადოების პროტესტი“, -განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მისივე თქმით, ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრაზე შეთანხმდება სამოქმედო გეგმა და საპროტესტო აქციები, რომლებიც თბილისში ოპოზიციური სპექტრის მონაწილეობით ჩატარდება.

ცნობისთვის, „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების" მხრიდან შემოთავაზებული იყო, რომ თუ თვითმმართველობის არჩევნებში „ოცნება" 40%-ზე ნაკლებს აიღებდა, მაშინ 2022 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა. „ეს ოპოზიციისთვის მიუღებელი აღმოჩნდა“, - განაცხადა ელისაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა