„ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ოპოზიციური  პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეხვედრას მართავენ, სადაც სამომავლო გეგმებს განიხილავენ.

როგორც შეხვედრის დაწყების წინ „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, აუცილებელია საპროტესტო ტალღა მთელი ქვეყნის მასშტაბით განახლდეს.

„ვინ ჩაშალა შეთანხმება, მე ვფიქრობ გამოჩნდება იმ დასკვნებში, რომელსაც გააკეთებენ ფასილიტატორები. გუშინ რასაც ვუყურეთ, ხელისუფლება ცდილობდა ყველაფერი ოპოზიციისთვის გადაებრალებინა. თუ რაიმეს ცვლილება უნდოდათ, ყველა საკითხი უნდა გადაედოთ გვერდზე და მთავარი საკითხი უნდა ყოფილიყო ნიკა მელიას გათავისუფლება.

მე ვფიქრობ, რომ საპროტესტო ტალღა უნდა განახლდეს, უნდა იყოს აქტიურად პროტესტი და რეალურად ეს უნდა იყოს მთელი საქართველოს მასშტაბით“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა