შალვა პაპუაშვილი - იმის ნაცვლად, რომ გირაო გადაიხადონ და ნიკა მელია დღესვე გარეთ იქნება, ამას ულტიმატუმად ასაღებენ და საკუთარ ქვეყანას უჯიუტდებიან

ნაცვლად იმისა, რომ გადაიხადონ გირაო და ნიკა მელია იქნება დღესვე გარეთ, ამას ულტიმატუმად ასაღებენ და საკუთარ ქვეყანას უჯიუტდებიან,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან მოლაპარაკებების კომენტირებისას განაცხადა.

კითხვაზე, იყო თუ არა შეთანხმება შესაძლებელი, რომ არა პოლიტპატიმრების საკითხი, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა, აღნიშნავს, რომ შეთანხმება ულტიმატუმების თანხლებით ვერ შედგებოდა.

“მთავარი, რის გამოც ეს შეთანხმება არ შედგა, განაცხადეს გუშინ თავად ჩვენმა ოპონენტებმა და მოვისმინეთ განცხადება, რომ მათი მხრიდან კომპრომისად აღქმული იყო მათი მონაწილეობა ამ მოლაპარაკებებში თუ მედიაციის პროცესში. როცა მოითხოვენ და მეორე მხარე ამას აკმაყოფილებს, ეს ჰგონიათ მათ კომპრომისი. გავა დრო და მოქალაქეები გაიგებენ, რომ ამ პროცესში ყველაზე კონსტრუქციული იყო "ქართული ოცნება", დღეს შეფასების დონეზე ნელ-ნელა გესმით და ვხედავთ, თუ ვინ იყო ყველაზე კონსტრუქციული. ჩვენ არ მოგვწონა ის, რომ იყო ულტიმატუმი, არ მინდა დავკონკრეტდე, მაგრამ თავადაც მეტ- ნაკლებად საუბრობენ ამაზე. რაც შეეხება დეტალებზე საუბარს, პროცესი ჩაშლილი და დასრულებული არ არის, ჩვენი შეთავაზება ჯერ კიდევ დევს მაგიდაზე, ამიტომ იმედი მაქვს, რომ ჩვენი ოპონენტები ან მათი ნაწილი გააცნობიერებს, რამდენად კონსტრუქციული შეთავაზებები გქვონდა და ამ შეთავაზებებზე წამოვლენ. თუკი ვინმე არის ამ პროცესში გაჯიუტებული, გაჯიუტებულია ნიკა მელია და ის ორგანიზაცია, რომელიც მას გვერდით უდგას. დღეს არ არსებობს კითხვის ნიშანი სამართლიანობასთან დაკავშირებით, ჩვენ ყველამ პირდაპირ ეთერში ვიხილეთ სამაჯურის მოხსნა, პირდაპირ ეთერში ხდებოდა კანონის დარღვევა და სწორედ ეს არის სიუჯიუტე, რომ თუ ეს არის მათთვის მნიშვნელოვანი საკითხი, რომ ნიკა მელია იყოს გარეთ, ამისთვის საჭიროა მხოლოდ ერთი რამ - გირაოს გადახდა, ამას უჯიუტდებიან საკუთარ ქვეყანას, საკუთარ სამართლის სისტემას, ნაცვლად იმისა, რომ გადაიხადონ გირაო და ეს ადამიანი იქნება დღესვე გარეთ, ამას ულტიმატუმად ასაღებენ და საკუთარ ქვეყანას უჯიუტდებიან,"- განაცადა შალვა პაპუაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო