თბილისის გეზში 26 482,30 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

თბილისის გეზში 26 482,30 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

„გაფორმების ეკონომიკურ ზონაში „თბილისი“, სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ, ერთ-ერთი კომპანიის დეკლარანტის მიერ, საბაჟო საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულ იქნა 181 357,74 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების საყოფაცხოვრებო პროდუქცია. დეკლარირებული საქონლის მონაცემების, რისკის პროფილთან შედარების შედეგად, საბაჟო კონტროლის წითელი დერეფანი განისაზღვრა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის მიერ, სატრანსპორტო დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ზემოაღნიშნულ საბაჟო საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულ ტვირთში, 26 482,30 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონელი გამოვლინდა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“, - ნათქვამია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა