ავთანდილ ცინცაძე - ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებს მინდა ვურჩიო, შეეშვან იაფფასიან პიარ აქტივობებს

ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებს მინდა ვურჩიო, შეეშვან იაფფასიან პიარ აქტივობებს, ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს სხდომაზე, საბურთალოს(ვაშლიჯვრის) მაჟორიტარმა წევრმა ავთანდილ ცინცაძე ვაშლიჯვრის ფერდზე და მაჭავარიანის ქუჩაზე მიმდინარე პროცესებზე ოპოზიციის განცხადებებს.

როგორც ცინცაძემ აღნიშნა, ოპოზიციის აქტივობები მოსახლეობაში პანიკის დათესვას ემსახურება.

„ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებს, რომლებიც ამ დარბაზში წელიწადზე მეტია არ შემოსულან, გაახსენდათ, რომ თურმე ისინი საკრებულოს წევრები არიან. მათ რა თქმა უნდა ეს თემა ხელიდან არ გაუშვეს და გუშინ მორიგი შოუს დადგმის მცდელობა ჰქონდათ, თუმცა არ გამოუვიდათ. მე მინდა ვურჩიო მათ, რომ შეეშვან იაფფასიან პიარ აქტივობებს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მოსახლეობაში პანიკის დათესვას ემსახურება, მობრძანდნენ საკრებულოში და მონაწილეობა მიიღონ მუშა პროცესში, სადაც დედაქალაქისთვის ბევრ სასიკეთო გადაწყვეტილებებს ვიღებთ,“- განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.

რაც შეეხება ვაშლიჯვრის ფერდზე შექმნილ ვითარებას, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს მეწყერული პროცესების გააქტიურების გამო, მაჭავარიანის ქუჩაზე მოსახლეობის ევაკუაცია იგეგმება, რაც მისივე განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება.

„გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს მეწყერული პროცესების გააქტიურების გამო, მაჭავარიანის ქუჩაზე იგეგმება მოსახლეობის ევაკუაცია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ასევე არასწორია ინფორმაცია, თითქოს მეწყერული პროცესები ახალი გზის მშენებლობას უკავშირდება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს მაჭავარიანის ქუჩის ქვემოთ, ხოლო მეწყერული პროცესები აღნიშნული ქუჩის ზედა ფერდზეა დაწყებული. ამ დროისთვის, აღნიშნულ მონაკვეთზე უსაფრთხოების მაქსიმალური ზომებია მიღებული. მაჭავარიანის ქუჩა ორმხრივადაა ჩაკეტილი და შესაბამისი სამსახურები 24 საათიან რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს მეწყრული პროცესების მონიტორინგი.

ამას გარდა, ორშაბათიდან შემოგვიერთდებიან გერმანელი ექსპერტები, რომლებიც შეისწავლიან მიმდინარე პროცესებს და ჩვენ მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით ვიმოქმედებთ,“- განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.

საკრებულოს წევრის განცხადებით, მუნიციპალიტეტი ცდილობს, გზა რაც შეიძლება მალე გაიხსნას და მასზე გადაადგილება უსაფრთხო იყოს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა