პაატა მანჯგალაძე - არც „ოცნება" და არც ივანიშვილი თავისი ნებით ძალაუფლებას ლანგარზე დადებულს არ დათმობს - იქნება სანქციები დასავლეთიდან და უნდა იყოს სერიოზული პროტესტი საზოგადოებისგან

არც „ქართული ოცნება", არც ბიძინა ივანიშვილი და არავინ თავისი ნებით ძალაუფლებას ლანგარზე დადებულს არ დათმობს, იქნება სერიოზული სანქციები დასავლეთიდან და ასევე, უნდა იყოს სერიოზული პროტესტი ჩვენი საზოგადოებისგან, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ „ნაციონალური მოძრაობის" ოფისში, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ წნეხი „ქართულ ოცნებაზე" როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ გაიზარდოს.

„დღევანდელი შეხვედრა ეძღვნება ახალ რეალობას. „ქართული ოცნების" ბოლო ქმედებებმა ყველას დაანახა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ის, რომ „ქართული ოცნება" არ არის განწყობილი დიალოგისთვის. უფრო მეტიც, ამ ბოლო ქმედებებით „ქართული ოცნება" სერიოზულ დაბრკოლებად და ხელშემშლელ ფაქტორად იქცა ჩვენი ევროინტეგრაციისთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის. ძალიან ძნელია „ქართული ოცნების" ლოგიკის ახსნა, მაგრამ მარტივია თუ ერთ მექანიზმს ჩავრთავთ - სავარაუდო ქმედებიდან ყველაზე ცუდი სცენარი რომელიც იქნება და ყველაზე ანტისახელმწიფოებრივი სწორედ ამას გააკეთებს „ქართული ოცნება". არც „ქართული ოცნება", არც ბიძინა ივანიშვილი და არავინ თავისი ნებით ძალაუფლებას ლანგარზე დადებულს არ დათმობს. უნდა იყოს და იქნება კიდეც სერიოზული სანქციები დასავლეთიდან და ასევე, უნდა იყოს სერიოზული პროტესტი ჩვენი საზოგადოებისგან - ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ წნეხი გაიზარდოს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ", - განაცხადა მანჯაგალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო