თამარ გაბუნიას ინფორმაციით, სიფრთხილის ზომები მნიშვნელოვანია და „ასტრაზენეკაც“ და „ფაიზერიც“ გადავა განსაკუთრებული ადმინისტრირების რეჟიმში

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ანაფილაქსიის რისკს თავის საინფორმაციო პაკეტში „ფაიზერიც“ აღწერს, მილიონზე არაუმეტეს 10 შემთხვევისა.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„რაც შეეხება „ასტრაზენეკას“, 5 მილიონი აცრიდან ბრიტანეთს აქვს 41 ანაფილაქსიური შოკის მაჩვენებელი დაფიქსირებული. თავდაპირველი ინფორმაციით, უფრო მეტი ეს მაჩვენებელი სწორედ „ფაიზერის“ ვაქცინაზე მოდიოდა. სწორედ ამიტომ ჩაითვალა საჭიროდ „ფაიზერისთვის“ განსაკუთრებული მომზადება, ამიტომ მივიღეთ „ფაიზერის“ ვაქცინაციის ცენტრების გაკეთებაზე გადაწყვეტილება. მაშინ როცა ბევრი სხვა ქვეყანა „ასტრაზენეკას“ აკეთებს უფრო ფართოდ, ნახავთ რომ ზოგი აკეთებს კათედრალში, სპორტულ დარბაზში, გარეთაც ამბულატორიულ პირობებში. ამ შემთხვევაში სიფრთხილის ზომები არის მნიშვნელოვანი და „ასტრაზენეკაც“ და „ფაიზერიც“ გადავა განსაკუთრებული ადმინისტრირების რეჟიმში“,- აღნიშნა გაბუნიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა