გლობალური ფულის კვირეულის ფარგლებში ეროვნული ბანკი კონკურსს აცხადებს

ეროვნული ბანკის ინიციატივით, საქართველოში გლობალური ფულის კვირეული 2014 წლიდან აღინიშნება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული ბანკიდან აცნობეს, კვირეული ბავშვებსა და ახალგაზრდებში მნიშვნელოვანი ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო საკითხების ცნობადობის გაზრდასა და პოპულარიზებას ისახავს მიზნად.

„გლობალური ფულის კვირეული 2012 წლიდან ყოველწლიურად, მსოფლიოს მასშტაბით 170-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება.

წელს კვირეული 22-დან 28 მარტის ჩათვლით აღინიშნება. კვირეულისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში ეროვნული ბანკისა და მისი ფინანსური განათლების პორტალთან - finedu.gov.ge ერთად კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, სასწავლო დაწესებულებები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან. წლევანდელი კვირეულის დევიზია - გაუფრთხილდი საკუთარ თავს, გაუფრთხილდი საკუთარ ფულს (Take care of yourself, take care of your money).

კვირეულის ფარგლებში, ეროვნული ბანკი, საქართველოში მცხოვრებ 12-დან 18 წლის ჩათვლით მოზარდებისთვის აცხადებს კონკურსს თემაზე - ფული და ფულის სამყარო“, - აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება კონკურსის პირობებს, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 22-დან 26 მარტის ჩათვლით, ყოველდღიურად, დღეში 2-ჯერ, 18:00 და 20:00 საათზე, ფინანსური განათლების ფეისბუქგვერდზე: www.facebook.com/finedu.gov.ge დაიდება თითო საკონკურსო ვიდეოშეკითხვა ფულისა და ფულის სამყაროს შესახებ ცალკე პოსტის სახით.

შეკითხვებზე სწორი პასუხების მიხედვით, სულ გამოვლინდება 15 გამარჯვებული, რომელთაც ეროვნული ბანკისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცემათ.

"ბავშვებისა და ახალგაზრდების ფინანსური განათლების დონის ამაღლება ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიზნით, ეროვნული ბანკი, დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა საინტერესო და სახალისო აქტივობებს ახორციელებს. წლევანდელი ღონისძიებები, ტრადიციული ფორმატისგან განსხვავებით, ონლაინ განხორციელდება. გლობალური ფულის კვირეულის ღონისძიებები მოიცავს კონკურსს, ვიდეო გაკვეთილებს, ვებინარებს სკოლის მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის, სოციალური მედიის საშუალებით საინფორმაციო ვიდეოების/პოსტების გავრცელებას და სხვა. წელს ეროვნულმა ბანკმა ახალგაზრდებს კონკურსი შესთავაზა, რაც მათ საშუალებას მისცემს ფულის ისტორიის, ქართული ლარის და საფინანსო სისტემის შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღონ," - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა გზირიშვილმა.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება