საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი დავით ზალკალიანი საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ დათა ვანიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს უსამძიმრებს.
„მწუხარებას გამოვთქვამთ სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზის მიღმა მცხოვრები, ბატონი დათა ვანიშვილის გარდაცვალების გამო.
ბატონი დათა წლების განმავლობაში რუსეთის აგრესიულ პოლიტიკასა და მცოცავ ოკუპაციასთან ბრძოლისა და თავგანწირვის სიმბოლო და მაგალითი იყო.
საოკუპაციო პოლიტიკისა და ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის შედეგად, ძალიან ბევრი ადამიანი დაზარალდა. ოჯახებს მოუწიათ გაყოფა და საოკუპაციო ხაზის სხვადასხვა მხარეს ცხოვრება. ამასთან, გრძელდება უკანონო დაკავებები და ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. ადგილზე ჰუმანიტარული მდგომარეობა სამწუხაროდ კრიტიკულია.
გულწრფელად ვუსამძიმრებთ ბატონი დათას ოჯახს!“, - აღნიშნავს საგარეო საქმეთა მინისტრი.