ვახტანგ შაქარიშვილი ვაშლიჯვარი-ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე განვითარებული პროცესების შემსწავლელი კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ვახტანგ შაქარიშვილი ვაშლიჯვარი- ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე განვითარებულ მეწყრული პროცესების შემსწავლელი კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, განცხადება ამის შესახებ ვახტანგ შაქარიშვილმა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

მისივე თქმით, აღნიშნული საკითხის სიღრმისეულად შესწავლა საკრებულოს წევრების პირდაპირი მოვალეობაა. მისივე თქმით, საკრებულოს ურბანული კომისიის ან სპეციალური სამუშაო ჯგუფის ფორმატში უნდა შეიქმნას კომისია, რომელშიც საკრებულოს დეპუტატების გარდა, დარგის სპეციალისტები და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას, რათა ნათელი გახდეს მომხდარი იყო მხოლოდ ბუნებრივი მოვლენა თუ შედეგი ადამიანების უხეში ჩარევებისა და შეცდომებისა.

„საკრებულო სწორედ ის ორგანოა, რომელმაც სიღრმისეულად უნდა შეისწავლოს ეს საკითხები, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ იმ ტერიტორიაზე კერძო კომპანია სამუშაოებს მუნიციპალიტეტის დაკვეთით აწარმოებს. გარდა ამისა, მიმდებარედ, სხვა კერძო კომპანია, ასევე აშენებს მასშტაბურ შენობა-ნაგებობებს. საკითხი იმის შესახებ, ხომ არ არის მომხდარი დაკავშირებული რომელიმე ამ პროექტთან შესწავლას საჭიროებს. იმისათვის რომ, ამ ქალაქში კერძო კომპანია იქნება ეს თუ მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურები, გამოიკვეთოს პასუხისმგებელი პირები და ერთხელ და სამუდამოდ ამ ქალაქში დაზიანებულზე, გაფუჭებულზე და საფრთხის შექმნაზე იყოს ვიღაცა პასუხისმგებელი“,- აცხადებს შაქარიშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო