მამუკა მდინარაძე - ოპოზიციის მხრიდან „კომპრომისი“ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა იყო, ეს მათ განაცხადეს, კითხვაზე პასუხი გაცემულია

ოპოზიციის მხრიდან არც ერთი კომპრომისული ნაბიჯი გადმოდგმული არ ყოფილა! - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ოპოზიციის მხრიდან კომპრომისი კი მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა იყო.

„სულ იქნება კამათი, ვინ ჩაშალა შარლ მიშელის მედიაციით ჩატარებული მოლაპარაკებების ეტაპი. ოპოზიცია, რა თქმა უნდა იტყვის, რომ ჩვენ ჩავშალეთ. უარესებიც უთქვამთ. აქ მთავარია ფაქტები და სიმართლე: აბსოლუტურად ყველა პუნქტი, რომელიც მაგიდაზე იდო სამსჯელოდ და განსახილველად, წარმოადგენდა „ქართული ოცნების“ შესასრულებელ პირობებს, საიდანაც დიდ ნაწილზე იყო ჩვენი კომპრომისული წინადადებები, ნაწილზე კი - სადაც საკითხი ეხებოდა სამართლიანობის და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ წასვლას, ბუნებრივია, ასეთი თემები (ულტიმატუმები) ჩვენი მხრიდან არ განიხილებოდა. აქვე, გამოსავალი შეთავაზებული იყო ყველა პუნქტზე!

ოპოზიციის მხრიდან არც ერთი (ხაზგასმით - არც ერთი!) კომპრომისული ნაბიჯი გადმოდგმული არ ყოფილა! მათი თქმით, ოპოზიციის მხრიდან კომპრომისი მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა იყო. ეს მათ განაცხადეს!

"კომპრომისი" - მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა! პასუხი კითხვაზე გაცემულია!“- წერს მდინარაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო