ნათია ღვინაშვილმა საქართველოში Covid-19-ით გამოწვეული სიტუაციის სწრაფი გენდერული შეფასების კვლევის განხილვაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, CEMR -ში გენდერის ექსპერტმა და პროექტის - „გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაცია“ კოორდინატორმა, ნათია ღვინაშვილმა, ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ათეა-დან აცნობეს, სხდომა საქართველოში Covid-19-ით გამოწვეული სიტუაციის სწრაფი გენდერული შეფასების კვლევას დაეთმო.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ათეა, რომელიც ქვეყნის 64-ვე მუნიციპალიტეტს აერთიანებს, თვითმმართველ ერთეულებთან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, აქტიურად ჩაერთვება ყველა მუნიციპალიტეტის მიერ გამართულ ანალოგიურ შეხვედრაში, რაც ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის კიდევ უფრო ეფექტიანად განხორციელებას შეუწყობს ხელს. სხდომაზე, რომელიც ონლაინ რეჟიმში წარიმართა, ნათია ღვინაშვილმა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი შენგელიას, მიწვევისთვის და გაეროს სამი სააგენტოს ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის ფართო აუდიტორიასთან წარდგენისთვის მადლობა გადაუხადა და ათეა-ს მიერ, მუნიციპალური გენდერული პოლიტიკის მხარდასაჭერად განხორციელებულ ღონისძიებებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„ათეა უკვე მეორედ ერთვება მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომაში, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს მზაობას, რომ ორგანიზაციის წევრი მუნიციპალიტეტების მიერ ჩვენთვის მონიჭებული მანდატის შესაბამისად, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ქვეყანაში გენდერული თანასწორობის ერთიანი მიმართულების განსაზღვრას. აღსანიშნავია, რომ ათეა-ს პრეზიდენტის კახა კალაძის ინიციატივით, რამდენიმე წლის წინ, სწორედ ამ მოტივით შეიქმნა ორგანიზაციის გენდერული თანასწორობის პლატფორმა, რაც კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით”, - განაცხადა ნათია ღვინაშვილმა და შეხვედრის მონაწილეებს პროექტი - „გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაცია“, მოკლედ წარუდგინა, რომელსაც ასოციაცია UN WOMEN-თან თანამშრომლობითა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს.სხდომის წევრებსა და მოწვეულ სტუმრებს, ასევე, ათეა-სმედია-ქსელსა და გენდერული თანასწორობის ვებ-პორტალზე მიეწოდათ ინფორმაცია, რომელიც ახლო მომავალში დაიწყებს ფუნქციონირებას და გენდერული თანასწორობისა და მეინსტრიმინგის საკოორდინაციო პლატფორმის დატვირთვა ექნება.

როგორც ნათია ღვინაშვილმა აღნიშნა, ხსენებულ ვებ-პორტალზე COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებაც განთავსდება ინფორმაცია. ,,ჩვენ ვმუშაობთ პორტალზე, რომელიც ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის საკოორდინაციო ინსტრუმენტის ფუნქციასაც შეითავსებს და ვინაიდან დღეს, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მსოფლიოს მოსახლეობაზე ჯანდაცვის, ეკონომიკის, სოციალური დაცვისა თუ უსაფრთხოების მიმართულებებით მძიმედ აისახა პანდემია, ვგეგმავთ, ათეა-ს ახალ გვერდზე გამოვყოთ სივრცე, რომელიც აღნიშნული მიმართულებით, მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების, კვლევებისა თუ საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას მოიცავს“, - აღნიშნა ღვინაშვილმა. ონლაინ შეხვედრის ძირითადი ნაწილი საქართველოში Covid-19-ით გამოწვეული სიტუაციის სწრაფი გენდერული შეფასების კვლევას დაეთმო, რომელიც CRRC- საქართველოს მიერ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს მოსახლეობის ფონდისა (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ინიციატივითა და შვედეთისა და ნორვეგიის მთავრობების ხელშეწყობით მომზადდა.

როგორც კვლევის პრეზენტაციისას აღინიშნა, ანგარიშში წარმოდგენილია 2020 წლის ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები COVID-19 პანდემიის ზეგავლენის შესახებ საქართველოში მცხოვრებ ქალებსა და კაცებზე. აღსანიშნავია, რომ კვლევის შედეგები შედარებულია გამოკითხვის პირველი ტალღის მიგნებებთან, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ 2020 წლის მაისში ჩატარდა.

სხდომის მეორე ნაწილი კი, ქუთაისის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მიმოხილვას დაეთმო, სადაც ირაკლი შენგელიამ დეტალურად ისაუბრა აღნიშნული მიმართულებით ქუთაისის მუნიციპალიტეტში განხორციელებულ ღონისძიებებზე. შეხვედრის დასასრულს, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, ათეა-ს, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა სამომავლოდ უფრო აქტიური თანამშრომლობის გეგმები დასახეს. ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომაში, რომელსაც - საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია უძღვებოდა, საკანონმდებლო ორგანოს წევრებთან ერთად, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN), ასევე გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა