საბა ბუაძე - ჩვენ ვმსჯელობდით ყველა იმ ნაბიჯზე, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აიძულებს დაბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც საზოგადოებაში არსებობს

ჩვენ ვმსჯელობდით ყველა იმ ნაბიჯზე, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აიძულებს დაბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წევრმა საბა ბუაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოების გადაწყვეტილებაა, გადაიდგას ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს დაასრულებს.

„გვქონდა მოლოდინი, რომ ეს პროცესი გონივრულად წარიმართებოდა და მიღწეული იქნებოდა შეთანხმება, მაგრამ „ქართული ოცნების“ გუშინდელი გადაწყვეტილება იყო საზოგადოებისთვის სილის გაწვნა. საზოგადოება ამ ყველაფერს საკადრის პასუხს გასცემს. ჩვენ შეგნებულად ვცდილობდით, რომ მთელი ამ პროცესის განმავლობაში მოლაპარაკებებისთვის საფრთხე არ შეგვექმნა, მაგრამ ახლა, პროტესტი არის გარდაუვალი, ვინაიდან „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან გაცნობიერებულად უარი თქვა ამ კრიზისის შეთანხმების გზით გადაწყვეტაზე. ზუსტად ამიტომ, ჩვენ ვმსჯელობდით ყველა იმ ნაბიჯზე, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აიძულებს დაბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც საზოგადოებაში არსებობს. კერძოდ, დაინიშნოს ახალი არჩევნები, გათავისუფლდნენ პოლიტიკურ პატიმრები და გადაიდგას ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს დაასრულებს“, - განაცხადა საბა ბუაძემ.

მისი თქმით, ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციას გააგრძელებს იმისათვის, რომ „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა მოხდეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა