ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის განცხადებით, სასამართლო პროცესზე, ნელი დოროყაშვილის ბიძაშვილმა განაცხადა, რომ ბასილაშვილის მხრიდან არასდროს განხორციელებულა ძალადობა მეუღლეზე

ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, თეონა გვაზავას განცხადებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე, ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ბიძაშვილმა განაცხადა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ნელი დოროყაშვილზე არასდროს განხორციელებულა ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობა.

ადვოკატის განმარტებით, პროცესზე მოწმემ იმ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელიც წარდგენილ ბრალდებს სცდება,

„დღევანდელ პროცესზე დაიკითხა ნელი დოროყაშვილის ბიძაშვილი. მოწმემ ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განმარტა, რომ ის არასდროს გამხდარა ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ნელი დოროყაშვილზე ძალადობის განხორციელების შემსწრე და აღნიშნული სახის ინფორმაცია არ სმენია არც ნელი დოროყაშვილისგან და არც მისი ოჯახის რომელიმე წევრისაგან. ისაუბრა ზოგადად იმ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ცდება წარდგენილ ბრალდებას და ბრალად არ აქვს წაყენებული ნიკოლოზ ბასილაშვილს. ბრალდების მხარის სურვილი იყო, რომ აღნიშნული მოწმე დაკითხულიყო მიუხედავად იმისა, რომ საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე ვერ საუბრობს და ცალსახად განმარტას, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან არასდროს განხორციელებულა ნელი დოროყაშვილზე ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობა“, - განაცხადა თეონა გვაზავამ.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა