გიგა ბოკერია - ჩვენ უნდა გავაგრძელოთ, განვაახლოთ და გავაფართოვოთ მშვიდობიანი და მწვავე პროტესტი

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, საჭიროა, რომ მშვიდობიანი და მწვავე პროტესტი განახლდეს და გაფართოვდეს.

როგორც ბოკერია აღნიშნავს, გუშინ, კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართულ შეხვედრაზე, ხელისუფლებას არცერთ საკვანძო საკითხზე გონივრული საუბრის უნარი არ აღმოაჩნდა.

„ივანიშვილის გარემოცვამ გუშინ ჩვენი პარტნიორების წინაშე მოახდინა იმის დემონსტრირება სრულად, რასაც ახდენდა სხვადასხვა ინტენსივობით ჩვენი საზოგადოების თვალწინ მთელი ამ წლების განმავლობაში. უბრალოდ ახლა ქვეყანაში ისეთი ღრმა კრიზისია მათი ნაბიჯების შედეგად, რომ კიდევ უფრო თვალნათელი იყო და თუ შეიძლება ამაზე მეტად გაშიშვლება ვითარების, გაშიშვლებული იყო მათი სახე, რამხელა საფრთხეა და როგორ ჰქონდათ დავალება, რომ ვერც კი იმსჯელონ საკვანძო საკითხებზე.

ვერცერთ საკითხზე, რომელიც პრეზიდენტ მიშელის გეგმაში იყო, მათ ვერ აღმოაჩნდათ გონივრული საუბრის უნარი იმისთვის, რომ რაღაც შეთანხმება შედგეს.

შთაბეჭდილება დამრჩა, საკვანძო თემებზე, რომელიც გამხსნელია სხვა თემების, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები, ბრძანება ჰქონდათ, რომ ამ კითხებზე ფიქრის უფლება არ ჰქონდათ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ, განვაახლოთ და გავაფართოვოთ მშვიდობიანი და მწვავე პროტესტი. თავისუფალი სამყაროს და საქართველოს მოკავშირეების, მათ შორის ევროკავშირის და აშშ-ს და ყველა დემოკრატიული ინსტიტუტის მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიას და სუვერენიტეტს, ნიშნავს პირდაპირი თვალსაზრისით წნეხს ამ რეჟიმზე. ეს გაგრძელდება აუცილებლად და ამ ინსტრუმენტებით უნდა მივიდეთ სასურველ ამოცანამდე, ვადამდელ მშვიდობიან არჩევნებამდე, პოლიტპატიმრების გათავისუფლებამდე და შემდეგ, ამ ხელისუფლების ჩამოშორებამდე ძალაუფლებიდან“, - განაცხადა ბოკერიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს