თბილისის საკრებულოში ანსამბლ „ერისიონის“ 135 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო მიღება გაიმართა

თბილისის საკრებულოში ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის „ერისიონის“ 135 წლის იუბილესთან დაკავშირებით მიღება გაიმართა.

თბილისის საკრებულოს მიერ გავრცელებული ცნობით, ღონისძიებაზე, რომელსაც თბილისის საკრებულოს, დედაქალაქის მთავრობის, მეცნიერების, კულტურის სფეროსა და ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და ქართული ფოლკლორის განვითარების ისტორიაში ანსამბლ „ერისიონის“ როლზე ისაუბრა.

„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ დღეს ლეგენდარულ ანსამბლ „ერისიონს“ თბილისის საკრებულოში ვმასპინძლობთ. ანსამბლს წელს დაარსებიდან 135 წელი შეუსრულდა, სოლიდურ წლებთან ერთად, განუზომელია ანსამბლის წვლილი ქართული ფოლკლორის ისტორიაში, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მის წარმოჩენასა და პოპულარიზაციაში’’,-აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ და ანსამბლს მომავალში კიდევ არაერთი შემოქმედებითი წარმატება უსურვა.

ანსამბლ „ერისიონის“ 135 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივით ჩატარდა. კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა ანსამბლს ქართული კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციისთვის მადლობა გადაუხადა.

„დედაქალაქის საკრებულომ დღეს ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლს ,,ერისიონს’’ უმასპინძლა. მადლობას ვუხდი ამ ლეგენდარულ ანსამბლს ქართული კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციისთვის. მიხარია, რომ „ერისიონის“ 135 წლის იუბილე სწორედ დედაქალაქის საკრებულოში აღინიშნა’’,-განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში, საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში ანსამბლის სასცენო კოსტიუმები და აფიშები გამოიფინა. ამასთანავე, წარმოდგენილი იქნა „ერისიონის“ ისტორიის ამსახველი ვიდეო-რგოლი და წიგნები. ანსამბლის წევრებმა საღამოზე რამდენიმე ნომერი წარადგინეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა