„ნაციონალური მოძრაობის" ოფისის ფასადზე განთავსებული ბანერის დაზიანების ფაქტზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისის ფასადზე განთავსებული ბანერის დაზიანების ფაქტზე დაკავებულ დიმიტრი კასრელიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულის ადვოკატმა, ნიკა სადრაძემ განუცხადა, დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით, თუმცა სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

„ყველაფერს აღიარებს, თანამშრომლობს, მაგრამ მოგეხსენებათ, როცა საზოგადოებრივი ინტერესია, რაოდენ რთულია გირაოზე საუბარი და მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღება, შესაბამისად შეეფარდა პატიმრობა. მისი პოზიციაა, რომ არანაირი პოლიტიკური მოტივაცია თუ პოლიტიკური მიზანი არ ჰქონია ამ ქმედებების განხორციელებისას“, - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, 17 მარტს „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. აღნიშნულ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 29 წლის დიმიტრი კასრელიშვილი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი - პნევმატური პისტოლეტი, ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნები და ნარკოტიკული საშუალება “ მარიხუანა” ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა