„გირჩი“ „ქართულ ოცნებასთან“ ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს იწყებს

გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია ადასტურებს, რომ „გირჩი“ „ქართულ ოცნებასთან“ ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს იწყებს. ამის შესახებ ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. კითხვაზე, იწყებენ ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს „ქართულ ოცნებასთან“, იაგო ხვიჩიამ უპასუხა: „ბუნებრივია“.

ამასთან, როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, ისინი მოლაპარაკებებს ოპოზიციასთანაც ეცდებიან.

„პირველ რიგში, დაველოდებით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების გამოხმაურებას, ისინი როგორ აღწერენ ამ პროცესს, რა პროცესიც საქართველოში საკუთარი თვალით ნახეს და გაიარეს, ამის შემდეგ დავიწყებთ. ფაქტობრივად, გამოვიდა, რომ ჯერ კიდევ არ იცის საქართველოს მოსახლეობამ ზუსტად, რა ნაწილში იყო შეუთავსებელი განსხვავებები პოზიციებს შორის და რის გამო არ მოხდა მხარეთა შერიგება“, - განაცხადა ხვიჩიამ.

მისივე განცხადებით, ამ მოლაპარაკებებში მთავარი პრობლემა ის იყო, რომ მოლაპარაკება არცერთ მხარეს არ უნდოდა.

„ჩემი აზრით, ამ მოლაპარაკებაში მთავარი პრობლემა ის იყო, რომ იქ იყო ხალხი, ვისაც მოლაპარაკება არ უნდოდა. ზოგადად ამ მოლაპარაკების მაგიდასთან იყო ხალხი, რომელთა ერთადერთი მიზანი იყო, რომ ხელი შეეშალათ მოლაპარაკებებისთვის. მათთვის მოლაპარაკების შედეგად არაფერი არ იცვლებოდა არც ასე, არც ისე. უბრალოდ ისინი იქ ამრევად იყვნენ მისულები. მე კი არ ვიძახი, რომ ხელისუფლებიდან ანგელოზები იყვნენ. უბრალოდ, როგორც დღეს გამოჩნდა, შეთანხმება იქ არავის უნდოდა, არც ხელისუფლებას, არც ოპოზიციას“, - აღნიშნა ხვიჩიამ.

ხვიჩიას თქმით, ოპოზიცია და ხელისუფლება პასუხისმგებლობის ერთმანეთზე გადაბრალებას ცდილობს.

„ფაქტობრივად, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც მთელი ეს პროცესი ერთმანეთს ეჭყანებოდა და ამოცანა მდგომარეობდა იმაში, რომ არცერთს არ დაეხია საკუთარი პოზიციებიდან უკან, რომ უფრო ამაყი, ძლიერი და მამაკაცური გამოჩენილიყო. ეს იყო მთელი თემა, რასაც ჩვენ ბოლო პერიოდის განმავლობაში თვალს ვადევნებდით და ახლა ერთმანეთს აბრალებენ პატარა ბავშვებივით, ამ ქვეყნის საქმე გაფუჭდა, არავის არ უნდა ამაზე პასუხისმგებლობის აღება და ამიტომ ახლა ერთმანეთს აბრალებენ“, - განაცხადა ხვიჩიამ.

რამაზ საყვარელიძე - თუ მრავალპარტიულობა ხელოვნურია, საარჩევნო დონეზე შესაძლოა მას ჰქონდეს შედეგი, მაგრამ რეალური მრავალპარტიულობა მაინც არ გვექნება და გადაწყვეტილებების მიმღები ერთი პარტია იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2021
დავით სიხარულიძე - ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა ყოველთვის იყო დაფუძნებული ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, აშშ-ს მდივნის ვიზიტიც ამის მკაფიო დემონსტრირება გახლდათ
LEXUS-ი წარმოგიდგენთ უახლეს ფლაგმან მოდელს LX 600
ჩაირთე „სილქფესტი“ და ისარგებლე ულიმიტო ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით უსასრულოდ, მთელი თვის განმავლობაში
„მიჰაუსში“ გრანდიოზული ფასდაკლება დაიწყო
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და „ჯი ეს ემ ტრანსმა“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
"ავერსსა" და "კავკასიის უნივერსიტეტს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ინვესტიცია გუდაურის ოპერირებად სასტუმროში
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოში საცხოვრებელი სახლების პროექტების მდგრადი განვითარებისთვის $10 მილიონიანი სესხი დაამტკიცა
კახა ოქრიაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს