ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საჯაროდ აიცრება

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საჯაროდ აიცრება. ამის შესახებ ტიკარაძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა.

წამყვანის კითხვაზე, აპირებს თუ არა აიცრას „ასტრაზენეკას“ ვაქცინით, ტიკარაძემ განაცხადა, რომ თანახმაა აღნიშნული ვაქცინა გაიკეთოს.

„დიახ, მათ შორის ასტრაზენეკას ვაქცინით“, - განაცხადა ტიკარაძემ. მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ აქამდე იგეგმებოდა ჩინური ვაქცინით აცრილიყო, "რომელზეც არაერთი მითია".

ამასთან, მისივე თქმით, შესაძლოა, ვაქცინაციის კამპანიის ფორმატი შეიცვალოს.

„მნიშვნელოვანია ჩვენ ყველა საჯაროდ ავიცრათ და ამ შემთხვევაში გვქონდა სტრატეგია, რომ სხვადასხვა ვაქცინით მომხდარიყო ჩვენი აცრა. გადაწყვეტილი იყო, რომ მე ავცრილიყავი ჩინური ვაქცინით, რომელზეც ასევე არაერთი მითია, თუმცა დღეს მიმდინარეობს შეჯერების პროცესი იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახეს მიიღებს ეს კამპანია, ვინაიდან, ის რაც იყო დაგეგმილი, შესაძლოა, დღესდღეობით არ იყოს საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ მოქალაქეები დავარწმუნოთ ვაქცინის სანდოობაში. ასევე, გარკვეული ფორმატი შეიძლება იყოს შეცვლილი და ამასთან დაკავშირებით ორშაბათს მოვახსენებთ საზოგადოებას, თუ რა გადაწყვეტილებას მივიღებთ“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო