იაპონიის მთავრობა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სახანძრო-სამაშველო ავტომანქანას გადასცემს

იაპონიის მთავრობა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სახანძრო-სამაშველო ავტომანქანას გადასცემს. აღნიშნულის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსაუხრიდან აცნობეს.

როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, სპეციალური ტექნიკური საშუალება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს მოემსახურება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის მართვის სამსახური, იაპონიის საელჩოს დახმარებით კიდევ ერთ სახანძრო-სამაშველო ავტომობილს მიიღებს. სპეციალური ტექნიკური საშუალება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს მოემსახურება და კახეთის რეგიონში, სამსახურის რესურსს კიდევ უფრო გააუმჯობესებს. პროექტი იაპონიის მთავრობის გრასრუტისა და ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო დახმარების (GGP) პროგრამის ფარგლებში გახორციელდება. ავტომობილის გადმოსაცემად საგრანტო ხელშეკრულება იაპონიის საელჩოში გაფორმდა. ღონისძიებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი ესწრებოდა, რომელმაც დამსწრეებს სიტყვით მიმართა და იპონის ელჩს იმამურა აკირას საჩუქრისთვის მადლობა გადაუხადა. პროექტის გახორციელების შემდეგ, ეს იქნება იაპონელი მეგობრების დახმარებით გადმოცემული უკვე მე-5 სახანძრო-სამაშველო ავტომანქანა. მხარეებს შორის თანამშრომლობა წლებია ნაყოფიერად მიმდინარეობს. სამსახურმა უკვე მიიღო ერთი სახანძრო ავტოკიბე და ტყის ხანძრის ქრობისთვის განკუთვნილი ორი მანქანა.

ტექნიკა თბილისის და ბორჯომის სახანძრო-სამაშველო განყოფილებებშია განაწილებული და აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა ოპერაციების დროს. გარდა ამისა, უახლოეს მომავალში იგეგმება ქალაქ ბათუმის სამმართველოსთვის ავტო-კიბის გადაცემა, რაც მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება მაღალსართულიან შენობებში სამაშველო ოპერაციების შესრულებისთვის”, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა