ზაალ უდუმაშვილი - პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც დღეს სრული ძალაუფლება გააჩნია, ზურგი შეაქცია ევროპას და უარი თქვა დასრულებულიყო უმწვავესი პოლიტიკური კრიზისი

პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც დღეს სრული ძალაუფლება გააჩნია, ზურგი შეაქცია ევროპას და უარი თქვა რომ დასრულებულიყო ქვეყანაში საშიშ ზღვრამდე მისული პოლარიზაცია და უმწვავესი პოლიტიკური კრიზისი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც უდუმაშვილმა აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა ფუნდამენტური გეოპოლიტიკური არჩევანი, რომელიც მიყვება რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღავნელის ნარიშკინის ხაზს.

„ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლობის მიერ თბილისში გამართული მოლაპარაკებები „ქართული ოცნების“ დესტრუქციული და ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებებით უშედეგოდ დასრულდა. პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც დღეს სრული ძალაუფლება გააჩნია, ზურგი შეაქცია ევროპას და უარი თქვა რომ დასრულებულიყო ქვეყანაში საშიშ ზღვრამდე მისული პოლარიზაცია და უმწვავესი პოლიტიკური კრიზისი. ამ ნაბიჯით „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა შანსზე, რომ ქვეყანას არ ჰყოლოდა ხელისუფლება, რომელიც არჩევნების მიტაცების გზით მოვიდა ხელისუფლებაში, არამედ ჰყოლოდა ხელისუფლება, რომელიც იქნებოდა ლეგიტიმური, რომელიც იქნებოდა საკუთარი კომპეტენციის და სინდისის ფარგლებში და რომელიც იმოქმედებდა პირველ რიგში ქვეყნისა და საქართველოს მოსახლეობის ინტერესების ფარგლებში. ამ ნაბიჯით „ქართულმა ოცნებამ“ უარი არ თქვა პოლიტიკურ დევნაზე, ამ ნაბიჯით „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა ფუნდამენტური გეოპოლიტიკური არჩევანი, რომელიც მიყვება რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღავნელის ნარიშკინის ხაზს და ზურგი შეაქცია ევროპის მიერ გამოწვდილ დახმარების ხელს. ამიტომ ჩვენ, მთლიანად ოპოზიციური სპექტრი, პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც „ქართული ოცნების“ მიერ დათვლილი შედეგების მიხედვითაც კი, საქართველოს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა, ვაცხადებთ, რომ ჩვენს უკან საქართველოა! ჩვენს უკან არის საქართველოს ევროპული მომავალი, რომლისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი თანამოქალაქეები საუკუნეების განმავლობაში. ჩვენს უკან არის სახელმწიფოს იდეა, რომელიც დაფუძნებულია სამართლიანობაზე, თანასწორობაზე და რომლის მიხედვითაც, წარსულს უნდა ჩავაბაროთ ჩვენ პოლიტიკური დევნა და ხელისუფლების მიტაცება არჩევნების გზით“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს