გიგი უგულავა - შიში დაძლეულია, ამას ნახავს ხელისუფლება 15 მაისს, როდესაც სუს-ის დრონები ძრწოლას დაიწყებენ და კობახიძე შეეშვება ჩვენი თავების თვლას

შიში დაძლეულია, ამას ნახავს ხელისუფლება 15 მაისს, როდესაც სუს-ის დრონები ძრწოლას დაიწყებენ და კობახიძე შეეშვება ჩვენი თავების თვლას,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ საკანონმდებლო ორგანოსთან განაცხადა, სადაც ოპოზიციის სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა.

გიგი უგულავას განცხადებით, 2 თვე უკომპრომისო იქნება.

„ ეს ორი თვე იქნება უკომპრომისო, ძალიან ბევრი წინააღმდეგობა იქნება, მთელი სუს-ის „შნირობა“ გამოეყრება და სოფელ-სოფელ ჩვენს კვალზე ივლის, რომ ადამიანები შეაშინოს. მერწმუნეთ, შიშის მომენტი აღარ არის, შიში დაძლეულია. ამას ნახავს ხელისუფლება 15 მაისს, როდესაც სუს-ის დრონები ძრწოლას დაიწყებენ და კობახიძე შეეშვება ჩვენი თავების თვლას, იმიტომ, რომ ხალხი უფრო მეტი იქნება, ვიდრე მის თავზე თმა“,-აცხადებს უგულავა.

გიგი უგულავამ ოპოზიციის სამოქმედო გეგმზებზე საუბრისას განაცხადა, რომ „ვერანაირი დასავლეთი ვერ გვიშველის, თუ ჩვენ არ ვიმოძრავებთ“.

„მოძრაობა, მოძრაობა და მოძრაობა არის ერთადერთი გამოსავალი. მხოლოდ გააქტიურებით და მოძრაობით შევძლებთ დავანიშნინოთ, ვაიძულოთ ივანიშვილი წამოვიდეს რიგგარეშე არჩევნებზე.

ვერანაირი დასავლეთი ვერ გვიშველის, თუ ჩვენ არ ვიმოძრავებთ. ამიტომ, ერთადერთი ლოზუნგი, რაც შეიძლება ამ დღეებში, ამ თვეებში, ჩვენს წინ და უკან ეწეროს, არის - მოძრაობა საქართველოსთვის.

მხოლოდ და მხოლოდ ერთი იდეით, ერთი ნატვრით, რომ საქართველო გავიდეს განვითარების გზაზე. საქართველოს და განვითარების გზას შორის დგას ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, დიახ, ჩვენ გვინდა ეს ხალხი გვერდზე გავწიოთ, საქართველოს წინ სჭირდება მოძრაობა“,-აცხადებს უგულავა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა