ნინო ბურჯანაძე - მოქალაქეები უნდა გამოვიდნენ ქუჩაში და ხმამაღლა უთხრან ივანიშვილს - საქართველო არ არის შენი ბოსტანი!

ჩვენ აუცილებლად მშვიდობიანად გავისტუმრებთ რეჟიმს, რომელმაც საქართველო, ღირსეული და ამაყი ქვეყანა ერთი კაცის ბოსტნად აქცია. რაც მალე მიხვდება ივანიშვილი რომ უნდა წავიდეს, მით უკეთესი, თუ ვერ მიხვდება, მაშინ ის უნდა გავწიოთ ხვალინდელი დღისგან, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ საკანონმდებლო ორგანოსთან განაცხადა, სადაც ოპოზიციის სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა.

როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეები უნდა გამოვიდნენ ქუჩაში და ხმამაღლა უთხრან ივანიშვილს - საქართველო არ არის შენი ბოსტანი! ხმამაღლა უთხრან ჩვენს დასავლელ პარტნიორებს - დიახ, ჩვენ გვინდა ევროპული სტილის დემოკრატიული სახელმწიფო!

„ოპოზიცია აცხადებს სამოქმედო გეგმას იმისთვის, რომ გადავარჩინოთ ქვეყანა. ჩვენ, ყველას ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მეგობრები შეეცდებიან ჩვენს დახმარებას, მაგრამ ქართველი კაცის, ქართველი მოქალაქის გასაკეთებელს ვერავინ გააკეთებს. ამიტომ ჩვენ უნდა დავანახოთ დასავლელ მეგობრებს, რომ დიახ, არჩევნები გაყალბებულია, დიახ, არჩევნების შედეგებს არ ვეგუებით!. რაც მთავარია, არ ვეგუებით იმას, რომ ივანიშვილმა გადაწყვიტა საქართველო თავის ბოსტნად გადააქციოს, ხოლო ჩვენ მოგვექცეს ისე, როგორც ბოსტანში ბოსტნეულს ექცევიან. საქართველოს მოსახლეობამ, ადამიანებმა, რომლებსაც გვაქვს ღირსეული, მრავალსაუკუნოვანი წარსული, ადამიანები, რომლის წინაპრებიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ, უნდა გამოვიდნენ ქუჩაში და ხმამაღლა უთხრან ივანიშვილს - საქართველო არ არის შენი ბოსტანი! ხმამაღლა უთხრან ჩვენს დასავლელ პარტნიორებს - დიახ, ჩვენ გვინდა ევროპული სტილის დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც ერთი ადამიანის ჯიბეში არ არის პრეზიდენტის სავარძელი, პარლამენტი, პროკურატურა, სასამართლო და სახელმწიფო, სადაც პირველი პირი, პრემიერ-მინისტრი ივანიშვილის კი არა, აღმოჩნდა, რომ მისი შვილის ლაქიაა, მისი შვილის უკანონო დავალებებს ასრულებს. ან ჩვენ, საქართველოს მოსახლეობა მთელ მსოფლიოს ვეუბნებით, რომ ღირსეული ერი ვართ, რომელიც ყველაფერზე თვალს არ დავხუჭავთ იმიტომ, რომ ერთ კაცს 5 მილიარდი აქვს, ან გაგვიჭირდება საკუთარი თავის პატივისცემა და ჩვენი შვილებისთვის თვალებში ჩახედვა. მას შემდეგ, რაც აქ მყოფი ადამიანები მოვივლით საქართველოს, უნდა გამოვიდეთ 15 მაისს და ბიძინა ივანიშვილს უნდა უთხრათ, რომ ის უნდა წავიდეს! ჩვენ აუცილებლად მშვიდობიანად გავისტუმრებთ რეჟიმს, რომელმაც საქართველო, ღირსეული და ამაყი ქვეყანა ერთი კაცის ბოსტნად აქცია. რაც მალე მიხვდება ივანიშვილი რომ უნდა წავიდეს, მით უკეთესი, თუ ვერ მიხვდება, მაშინ ის უნდა გავწიოთ ხვალინდელი დღისგან“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

იხილეთ ვიდეო:მოქალაქეები უნდა გამოვიდნენ ქუჩაში და ხმამაღლა უთხრან ივანიშვილს - საქართველო არ არის შენი ბოსტანი! - ნინო ბურჯანაძე

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა