ოპოზიცია ლოზუნგით “მოძრაობა საქართველოსთვის” ერთიანდება

ოპოზიცია ლოზუნგით - “მოძრაობა საქართველოსთვის” ერთიანდება. როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ საკანონმდებლო ორგანოსთან განაცხადა, საქართველო უნდა გავიდეს განვითარების გზაზე.

“ ვერანაირი დასავლეთი ვერ გვიშველის, თუ ჩვენ არ ვიმოძრავებთ. ამიტომ, ერთადერთი ლოზუნგი, რაც შეიძლება ამ დღეებში, ამ თვეებში, ჩვენს წინ და უკან ეწეროს, არის - “მოძრაობა საქართველოსთვის”.

მხოლოდ და მხოლოდ ერთი იდეით, ერთი ნატვრით, რომ საქართველო გავიდეს განვითარების გზაზე. საქართველოს და განვითარების გზას შორის დგას ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, დიახ, ჩვენ გვინდა ეს ხალხი გვერდზე გავწიოთ, საქართველოს წინ სჭირდება მოძრაობა“,-აცხადებს უგულავა.

ცნობისთვის, ოპოზიცია, 15 მაისს, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას გამართავს.

ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი დღეიდან მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადიან. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, 15 მაისამდე აქციები გაიმართება როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა