თინა ბოკუჩავა - დღეიდან გადავდივართ სრულიად სხვა რეჟიმზე, საქართველოს გადასარჩენად უნდა გავერთიანდეთ, ამისთვის გავალთ რეგიონებში

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, დღეიდან ოპოზიცია სრულიად სხვა რეჟიმზე გადადის.

ბოკუჩავას განმარტებით, პოლიტიკოსები მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონში ჩავლენ, ხალხს მოუსმენენ და 15 მაისს, რუსთაველის გამზირზე დიდ საპროტესტო აქციას გამართავენ.

„დღეიდან გადავდივართ სრულიად სხვა რეჟიმზე და გავიშლებით მთელი ქვეყნის მასშტაბით იმისთვის, რომ ხმა მივიტანოთ თითოეულ ჩვენ ამომრჩეველთან, უფრო სწორად, მოვუსმინოთ მათ. მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას უკიდურესად უჭირს და ძალიან კარგად ესმის, რომ ივანიშვილის რეჟიმის მოშორების გარეშე, ვერ დავძლევთ არამხოლოდ იმ პოლიტიკურ კრიზისს, რომელშიც ახლა ქვეყანა იმყოფება, არამედ ასევე იმ ეკონომიკურ სიდუხჭირეს, რომელშიც ჩაგვაფლო ივანიშვილმა და ზოგადად, იმ პოსტსაბჭოურ ჭაობს, რომელისკენაც ყოვედღიურად მივექანებით. ამიტომ, დიახ, მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა! ახლა არ არის იმის გარჩევის დრო, ვის ვინ მოსწონს. ჩემო ძვირფასო მოქალაქეებო, განსაკუთრებით ახალგაზრდებო, მესმის, შეიძლება ზოგს მოგწონთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ზოგს - არა, ზოგს მოგწონთ ერთი პარტია, მეორე - არა, მაგრამ ჩემი აზრით, უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ მიუხედავად ჩვენი პარტიული კუთვნილებისა, ჩვენ ყველას გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, ჩვენ ყველას გვიყვარს საქართველო და ახლა საქართველო მართლაც არის გადასარჩენი. საქართველოს გადასარჩენად უნდა გავერთიანდეთ, ამისთვის გავალთ რეგიონებში, ყველა ოპოზიციური პარტია მივალთ ყველასთან და შემდეგ გავაკეთებთ დიდ აქციას 15 მაისს, თბილისში, რუსთაველზე, იქ, სადაც ყოველთვის ხდებოდა დიდი ცვლილებები ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა