თაზო დათუნაშვილი - გვრჩება ერთადერთი გზა, საყოველთაო წინააღმდეგობა, საყოველთაო პროტესტი

გვრჩება ერთადერთი გზა, საყოველთაო წინააღმდეგობა, საყოველთაო პროტესტი, მშვიდობიანი, გრძელვადიანი უწყვეტი პროტესტის გზით ჩამოვაშოროთ საქართველოსთვის საშიში ხელისუფლება“, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა თაზო დათუნაშვილმა საკანონმდებლო ორგანოსთან განაცხადა, სადაც მოსახლეობას ოპოზიციის სამოქმედო გეგმა გააცნეს.

როგორც თაზო დათუნაშვილმა განაცხადა, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ევროატლანტიკური მომავლისთვის საშიში მოვლენაა.

„უკანასკნელი დღეების განმავლობაში მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ დაინახა ის, რასაც თითოეული ჩვენგანი ვხედავთ მრავალი წელია - ივანიშვილის ხელისუფლება ეს არის საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საშიში მოვლენა, ივანიშვილის ხელისუფლება არ არის მომართული ჩვენს ევროატლანტიკურ მომავალზე, მან არაფრად ჩააგდო ისეთი მაღალი რანგის მედიაცია, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში პრეზიდენტ შარლ მიშელის წარმომადგენლის ხელმძღვანელობით მიდიოდა თბილისში. მან წერტილი დაუსვა პოლიტიკური კრიზისის მოგვარების ამბავს. ამიტომ ჩვენ, საქართველოს თავისუფალ მოქალაქეებს, იმ ადამიანებს, ვისაც ჩვენი ქვეყნის მომავალზე შეგვტკივა გული, გვრჩება ერთადერთი გზა, საყოველთაო წინააღმდეგობა, საყოველთაო პროტესტი, მშვიდობიანი გრძელვადიანი უწყვეტი პროტესტის გზით ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას საქართველოსთვის საშიში ხელისუფლება“, - აცხადებს დათუნაშვილი.

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება