თამარ ტალიაშვილის განცხადებით, დღეს გაცხადებული გეგმით კიდევ ერთხელ ნათელი გახდა, რომ რადიკალური ოპოზიციის მიზანი პარლამენტში მუშაობის გაგრძელება არ ყოფილა

„ქართული ოცნების“ წევრის თამარ ტალიაშვილის განცხადებით, ოპოზიციის მიერ დღეს გაცხადებული გეგმებით კიდევ ერთხელ ნათელი გახდა, რომ რადიკალური ოპოზიციის მიზანი პარლამენტში მუშაობის გაგრძელება არ ყოფილა.

როგორც ტალიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ჯერ კიდევ 2020 წლის ზაფხულში ცხადი იყო, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმა რეალურად დესტრუქცია იყო.

„მთელი საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ ნათელი გახდა, რომ რადიკალურ ოპოზიციას არასდროს არ ჰქონდა გეგმა, რომ რეალურად შესულიყო პარლამენტში და მუშაობა გაეგრძელებინა. ჯერ კიდევ 2020 ზაფხულში ცნობილი იყო და ამასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ლიდერებმა, მათ შორის ირაკლი კობახიძემ გააჟღერა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი და გეგმა რეალურად დესტრუქცია იყო. დღეს კიდევ ერთხელ დავინახეთ რომ ეს ადამიანები, „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო არიან გაერთიანებულები“,- განაცხადა ტალიაშვილმა.

რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ტალიაშვილის თქმით, „მოლაპარაკებებმა ცხადი გახადა, რომ „ქართული ოცნება“ იყო კონსტრუქციული და მომზადებული, რათა კომპრომისისკენ ნაბიჯი გადაედგა.

„ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოლაპარაკების კარი კვლავ ღიაა. გარკვეულმა პარტიებმა გამოთქვეს ინტერესი იმასთან დაკავშირებით, რომ სხვა ფორმატში აწარმოონ „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკება“,- განაცხადა ტალიაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს ოპოზიციამ საკუთარი გეგმა წარადგინა. ისინი 15 მაისს, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას გამართავენ. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დღეიდან მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადიან.

იხილეთ ვიდეო:„რადიკალურ ოპოზიციის“ მიზანი პარლამენტში მუშაობის გაგრძელება არ ყოფილა - თამარ ტალიაშვილი

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა