გიგა ბოკერია - თალაკვაძე, კობახიძე იმსახურებენ, რომ ვახო მეგრელიშვილთან და იაგო ხვიჩიასთან ცალკე, გრძელვადიანი მოლაპარაკებები ჰქონდეთ

მე ვთვლი, რომ თალაკვაძე, კობახიძე და ეს გუნდი იმსახურებენ იმას, რომ ცალკე, გრძელვადიანი მოლაპარაკებები ჰქონდეთ ვახო მეგრელიშვილთან და იაგო ხვიჩიასთან, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა დასმულ შეკითხვას „გირჩის“ ინიციატივაზე, რომლის თანახმადაც „ქართულ ოცნებასთან“ პირდაპირი დიალოგისთვის ემზადებიან.

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის ალექსანდრე რაქვიაშვილის განმარტებით, შეხვედრა, სავარაუდოდ მომავალ კვირას გაიმართება.

„ჩვენ ეს კომუნიკაცია გვჭირდება იმისათვის, რომ მინიმუმ „ქართული ოცნების“ პოზიციები გავიგოთ და უკვე ამის მიხედვით ჩამოვაყალიბოთ ჩვენი პოზიცია. ჯერ არ გვქონია შეხვედრა, მაგრამ მე მგონი, არ იქნება პრობლემა. ზოგადად, ამ კუთხით პრობლემა ჩვენ არასდროს გვქონდა. ჩვენ გვინდა, რომ შაბათ-კვირას ჩვენი შიდა საქმეები დავალაგოთ და იმ კვირაში, სავარაუდოდ, რამე შეხვედრა გვექნება“, - აცხადებს „რუსთავი 2“-თან „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო