მამუკა მდინარაძე - ჩვენი კომპრომისული ნაბიჯები ისევ დევს მოლაპარაკებების მაგიდაზე და ოპოზიციას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მოლაპარაკებების მაგიდასთან მმართველი გუნდის წინადადებები ისევ დევს და ოპოზიციას ნებისმიერ მომენტში შეუძლია გადაწყვეტილება მიიღოს. აღნიშნულის შესახებ მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, მმართველი გუნდი დღის ახალ წესრიგზე გადავა, რადგან შეუძლებელია, თვეების განმავლობაში გრძელდებოდეს მოგონილი კრიზისი.

„მათ ვერ შეძლეს ვერც ერთი კომპრომისული ნაბიჯის გადადგმა მოლაპარაკების პერიოდში, მოლაპარაკება ქვეყნისთვის სასურველი შედეგით ვერ დასრულდა. შესაბამისად, ჩვენ დღეს დეტალურად ჩავაყენეთ ყევლა საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობა საქმის კურსში და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის კომპრომისული ნაბიჯები, რომელიც ჩვენი მხრიდან გადაიდა და წინადადებები, ისევ დევს მოლაპარაკებების მაგიდაზე და ოპოზიციას ნებისმიერ მომენტში შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ამ საკითხების მიმღებლობის შესახებ და ნებისმიერ მომენტში მზად ვართ, რომ კვლავ გავაგრძელოთ ამ თემებზე საუბარი. თუმცა, სამწუხაროა, რომ მოლაპარაკებების ეს ეტაპი კონკრეტული შედეგით ვერ დასრულდა, ჩვენს ოპოზიციას, რადიკალურს განსაკუთრებით, არ ეყო გამბედაობა, რომ საკუთარი ამომრჩევლისათვის სიმართლე ეთქვა, რომ შეუძლებელია სახელმწიფოს და სამართლის პრინციპების წინააღმდეგ წასვლა და რომ „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად ჰქონდა უამრავი კომპრომისული ნაბიჯი, უამრავი კომპრომისული წინადადება, რაზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი იყო წასვლა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა გადავდიეთ ახალ დღის წესრიგზე. მართლაც შეუძლებელია, თვეების განმავლობაში გრძელდებოდეს მოგონილი კრიზისი. მაშინ, როდესაც მთავარ საკითხებად აყენებენ მათ პარლამენტში შემოსვლას და როცა უნდათ, შემოვლენ პარლამენტში, როცა აყენებენ ნიკა მელიას თემას და ნიკა მელიასაც როცა მოუნდება, მაშინ გამოვა ციხიდან, ამ არგუმენტებით, ამ ძალით შექმნილი, ხელოვნური კრიზისით, რომელიც მათზეა დამოკიდებული, რომ ერთ წამში აღმოიფხვრას, შეუძლებელია ჩვენ ვილაპარაკოთ, რომ ქვეყანაში კრიზისია და სხვა დღის წესრიგი ვერ იქნება. ამიტომ, ჩვენ ისეთ საკითებზე ვიმსჯელეთ, როგორიც არის -პანდემია, ვაქცინაცია, შესაბამისი რეგულაციები, პოსტპანდემიური აღდგენის გზები, ინფრასტრუქტურული პროექტები,რომელიც ძალიან ბევრია ამ ქვეყანაში და მიმდინარეობს ასევე ეკონომიკის გაჯანსაღება და სოციალური პროექტები, ევროინტერგაციის საკითხები, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებები გვაქვს, ენერგოდამოუკიდებლობა და აქ გვაქვს კონკრეტული გამოწვევები, ამ თემებზე ვმსჯელობთ, აქაც სწრაფი გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ. ყველა ეს საკითხი საჭიროებს ყურადღებას და არა ჩარჩენას ამ გამოგონილი და ხელოვნური კრიზისის პირობებში. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას პარტნიორებთან, ევროპელ, დასავლელ, ამერიკელ კოლეგებთან და ყველა ის კომპრომისული წინადადება, რომელიც „ქართული ოცნების“ მხრიდან იქნა დადებული მოლაპარაკებების მაგიდაზე, დღის წესიგშია და ნებისმიერ მათგანზე, ნებისმიერ დროს შეუძლიათ პასუხის გაცემა, პარლამენტში შემოსვლა და მონაწილეობა იმ საკითხების პოზიტიურად და ქვეყნის სასარგებლოდ გადაწყვეტაში, რა საკითხებიც ჩამოვთვალე“, - განაცხადა მდინარაძემ.

იხილეთ ვიდეო:ჩვენი კომპრომისული ნაბიჯები ისევ დევს მოლაპარაკებების მაგიდაზე და ოპოზიციას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება - მამუკა მდინარაძე

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო