მამუკა მდინარაძე - ოპოზიციის საპროტესტო აქციების არავის ეშინია

ოპოზიციის საპროტესტო აქციების არავის ეშინია“,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ოპოზიციის მიერ დაანონსებული საპროტესტო აქციებზე ისაუბრა.

როგორც მამუკა მდინარაძე აცხადებს, მოლაპარაკებების რესურსი ყოველთვის არის.

„მოლაპარაკებების რესურსი ყოველთვის არის, მათი საპროტესტო აქციების არავის ეშინია მიუხედავად იმისა, რომ მართლა მნიშვნელოვანია თითოეული მათი მომხრის, პარტიული აქტივისტის აზრი, რომელიც უკიდურესად სუბიექტურია ამ პროცესების და მოვლენების შეფასების დროს, ამას არ აქვს მნიშვნელობა, მათი პროტესტის ნამდვილად არავის ეშინია, შეუძლებელია პროტესტმა უზრუნველყოს, რომ სახელმწიფოებრიობას და სამართალს დაუპირისპირდეს“, -აცხადებს მდინარაძე.

ცნობისთვის, ოპოზიცია, 15 მაისს, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას გამართავს.

ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი დღეიდან მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადიან. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, 15 მაისამდე აქციები გაიმართება როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.

იხილეთ ვიდეო:ოპოზიციის საპროტესტო აქციების არავის ეშინია - მამუკა მდინარაძე

ვახტანგ ძაბირაძე - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია მეორე ტურის უკეთ გასაკონტროლებლად კონკრეტულ მექანიზმებზე ვერ შეთანხმდნენ, მაშინ გამოვა, რომ ორივე მხარე შეგნებულად მიდის ვითარების გამწვავებაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2021
ვიტალი ბალა - თუ სააკაშვილის კიევში დაბრუნებასთან დაკავშირებით უკრაინისა და საქართველოს პირველ პირებს შორის შეთანხმება იქნა მიღწეული, ამ თემაზე საქართველოს ხელისუფლების ადრე გაკეთებული განცხადებები ბევრს არც არაფერს ნიშნავს
„ელიტ ელექტრონიქსში“ iPhone 13-ის წინასწარი გაყიდვა დაიწყო
სამშენებლო გამოფენა და უძრავი ქონების ფორუმი - Caucasus Build ახალი კონცეფციით ბრუნდება
გლობალურმა ექსპერტმა კვების დარგში Herbalife Nutrition-მა თბილისში, ახალი ინოვაციური გაყიდვების ცენტრი გახსნა
„PSP ყველგან შენი ოჯახის გვერდით“ კამპანიის ფარგლებში მუხრანში ბრიტანული კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
Bolt და Bolt Food პარტნიორი მძღოლებისა და კურიერების შვილებისთვის ახალ, საგანმანათლებლო პროგრამას იწყებენ