ირაკლი ქადაგიშვილი - ერთადერთი, რაზეც უარი განვაცხადეთ, ესაა კაპიტულაცია და ხელისუფლების ჩაბარება - ღიაა როგორც პარლამენტის, ასევე ციხის კარი და ვისაც უნდა, გამოვიდეს

მზად ვართ, მოლაპარაკების ყველა ფორმატი იქნას გამოყენებული და ამაში არაფერი დასაძრახი არაა,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, მიმდინარეობს თუ არა “გირჩთან” ინდივიდუალური მოლაპარაკება.

როგორც ქადაგიშვილი აცხადებს, მოლაპარაკებას პერსპექტივა ყოველთვის აქვს და რაიმე სახის ფორმატით დიალოგი აუცილებლად გაგრძელდება.

“მოლაპარაკებას ყოველთვის აქვს პერსპექტივა. მოლაპრაკება ამა თუ იმ ფორმატში აუცილებლად გაგრძელდება. ამ ფორმატში კოლექტიური მონაწილეობა ექნება ოპოზიციას თუ ინდივიდუალური, ამას დრო გვაჩვენებს. ჩვენი მხრიდან ვამბობთ, რომ ღია ვართ კონსტრუქციული მოლაპარაკებისთვის. ნურავინ დააყენებს მოლაპარაკებაზე ისეთ საკითხს, რაც ბუნებაში არ შეიძლება, რომ მოლაპარაკების საგნად იქცეს. როდესაც ადამიანს ეუბნები, შენ წადი და მე შენს ადგილზე უნდა მოვიდე და ამის საფუძვლად მხოლოდ ის გაქვს, რომ მე ასე მინდა, ეს არ არის მოლაპარაკება”,- განაცხადა ქადაგიშვილმა.

ამასთან, როგორც ქადაგიშვილი აღნიშნავს, ოპოზიციას ყველა ის მნიშვნელოვანი წინადადება შესთავაზეს, რაზეც შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი იყო.

“რა საკითხებიც შეიძლება ყოფილიყო მნიშვნელოვანი ქვეყნის შემდგომი რეფორმირების გზაზე, სასამართლო იქნება, არჩევნები, თუ ასე შემდეგ, ყველა ამ საკითხზე შევთავაზეთ მნიშვნელივანი წინადადებები, რომელთა გარშემოც შეიძლებოდა შეთანხმების მიღწევა. ერთადერთი, რაზეც უარი განვაცხადეთ, ეს არის კაპიტულაცია და ხელისუფლების ჩაბარება, ესაა “წითელი ხაზი”, რაზეც უარი ვთქვით. ის, რომ მოდით, თქვენ ყველაფერი გვერდზე გადადეთ და მოაწერეთ ხელი კაპიტულაციას, ეს ვერ და მოხდება. ამას არანაირი საფუძველი არ აქვს. ღიაა როგორც პარლამენტის, ასევე ციხის კარები და ვისაც უნდა, გამოვიდეს”,- განაცხადა ქადაგიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო