თეა ახვლედიანმა აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამი მარნეულიდან მიულოცა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოს აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამი მარნეულიდან მიულოცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, სახელმწიფო მინისტრი მარნეულის მეორე საჯარო სკოლას ეწვია, სადაც სკოლის ახალგაზრდული თვითმმართველობა საზეიმო ღონისძიებას ატარებდა.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო მხატვრული ნამუშევრების გამოფენა ნოვრუზის თემაზე, რომლის მონაწილეებსაც სახელმწიფო მინისტრმა სიმბოლური საჩუქრები გადასცა. შესრულდა ქართული და აზერბაიჯანული ხალხური ტრადიციული მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები, რომლებიც მიეძღვნა ნოვრუზის დღესასწაულის საზეიმო აღნიშვნას.

თეა ახვლედიანმა მოსწავლეებს, პედაგოგებსა და სკოლის ხელმძღვანელობას ნოვრუზ ბაირამი მიულოცა, მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზებისთვის და წარმატებები უსურვა.

სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა ქვეყნის კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნებისა და კულტურათაშორისი ურთიერთობების განმტკიცების მნიშვნელობას, ასევე ახალგაზრდების როლს და მათ აქტიურ ჩართულობას სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პროცესში.

„ჩემთვის სასიხარულო და ნამდვილად დიდი პატივია დღეს, პირველად, სახელმწიფო მინისტრის რანგში მივმართო ჩვენს ძვირფას, ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოქალაქეებს და მივულოცო მათ ნოვრუზის დღესასწაული, რომელიც სიცოცხლის განახლების, გაზაფხულის შემოსვლის, ბუნების გამოღვიძების ზეიმია და წარმოადგენს მომავლისადმი ოპტიმისტური რწმენის და სოლიდარობის სიმბოლოს. საქართველოს ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა და სიძლიერის წყაროს წარმოადგენს. ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ეთნოსების კულტურა და ტრადიციები საქართველოს საერთო კულტურის შემადგენელი მნიშვნელოვანი ნაწილია, რომლის დაცვა, წარმოჩენა, ეთნიკური უმცირესობების კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება და მხარდაჭერა ნამდვილად წარმოადგენს სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით სახელმწიფოს ხედვის და პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს ქვაკუთხედს. კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს ძვირფას აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს, მათ ოჯახებს და ვუსურვებ კეთილდღეობას, ჯანმრთელობას, სიხარულსა და ბედნიერებას“, - განაცხადა თეა ახვლედიანმა.

შეგახსენებთ, 21 მარტს ნოვრუზის დღესასწაული აღინიშნება.

იგი გაზაფხულის შემოსვლის, ბუნების გაღვიძების, სიცოცხლის განახლების მომასწავებელია. 2009 წლის 28 სექტემბერს იუნესკოს სამიტზე ნოვრუზი ოფიციალურად იქნა შეტანილი კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში, ხოლო 2010 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ნოვრუზი საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
სილქნეტმა ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების ჯილდო მსოფლიოში აღიარებული მონაცემთა ტესტირებისა და ანალიტიკის კომპანია Ookla - ოკლასგან მიიღო
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში ერთ-ერთი სუპერ პრიზი გათამაშდა
სილქფესტი აბონენტებს ულიმიტო და დიდი მოცულობის ინტერნეტ პაკეტებთან ერთად სასაუბრო პირობებსაც შესთავაზებს