საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთი 23:6 დაამარცხა

საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთი 23:6 დაამარცხა. "ბორჯღალოსნები" რუსეთს კალინინგრადში დაუპირისპირდნენ.

შეხვედრის პირველი ნახევარი "ბორჯღალოსნების" გამარჯვებით 16:3 დასრულდა.

რაც შეეხება მე-2 ტაიმს, მატჩის 48-ე წუთზე გაისინმა რუსეთის შემადგენლობაში მე-2 ჯარიმა გაიტანა და სხვაობა შეამცირა. შეხვედრის მე-60 წუთზე დავით ნინიაშვილმა მე-3 ლელო დადო, აბჟანდაძემ კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა და სხვაობა 23:6 გახადა. საბოლოოდ, ქართველებმა რუსეთის ნაკრები 23:6 დაამარცხა.

იხილეთ ვიდეო:საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთი 23:6 დაამარცხა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა