ირაკლი ღარიბაშვილი - ვულოცავ ჩვენს აზერბაიჯანელ მოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამს, გაზაფხულის შემოსვლის ამ ლამაზ დღესასწაულს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, აზერბაიჯანელ მოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს ულოცავს.

როგორც პრემიერი სოციალურ ქსელში აღნიშნავს, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული, ახალი წლის დაწყების, ახალი სიცოცხლის სიმბოლოა.

“ვულოცავ ჩვენს აზერბაიჯანელ მოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამს, გაზაფხულის შემოსვლის ამ ლამაზ დღესასწაულს, რომელიც ახალი წლის დაწყების, ახალი სიცოცხლის სიმბოლოა. მშვიდობას, ბედნიერებას, წინსვლასა და კეთილდღეობას ვუსურვებ თითოეულ მათგანს”, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა