ტყის საერთაშორისო და დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ქუთაისში გამწვანების აქცია გაიმართა

21 მარტი ტყის საერთაშორისო და ასევე, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ქუთაისში, მე-2 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დარგვის აქცია გაიმართა, რომელსაც მოსწავლეებთან ერთად, ქუთაისის შშმ ბავშთა დღის ცენტრ „ჯადოსნური სამყაროს“ ბენეფეციარები შეუერთდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, მოსწავლეებმა 30-მდე კვიპაროსისა და ფიჭვის სახეობის ნერგი დარგეს, რომელთა მოვლა-პატრონობაზე თავად იზრუნებენ.

მათი ინფორმაციით, მე-2 საჯარო სკოლის უფროსკლასელებისთვის ტყის მნიშვნელობის, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და დაცვის, ასევე, ქვეყნის განვითარებაში ტყის როლის შესახებ ეკოგაკვეთილიც ინტერაქტიულ რეჟიმში გაიმართა.

„მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელებისგან მიიღეს. 21 მარტი ტყის საერთაშორისო დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1971 წელს აღიარა. ამ დღის აღნიშვნის მიზანი ტყის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა“,-აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს