პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს უმასპინძლა და ნოვრუზობის დღესასწაული მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

მთავრობის მეთაურმა მათ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს დღე არის სიმბოლო განახლების, ახალი სიცოცხლისა და სიყვარულის.

„ჩემთვის დიდი პატივია, პირადად მოგილოცოთ ნოვრუზ ბაირამი. ეს დღეს არის სიმბოლო განახლების, ახალი სიცოცხლის, სიყვარულის. რა თქმა უნდა, ჩვენთვის, ყველასთვის, ძალიან დიდი პატივია თქვენთან შეხვედრა, ურთიერთობა. პანდემიის გამო, ჩვენ განსხვავებულ ფორმატში მოგვიწია ამ დღის აღნიშვნა. მახსოვს, როდესაც პრემიერ-მინისტრი ვიყავი, ჯერ კიდევ პირველ ჯერზე, მაშინ პირადად ჩამოვდიოდი მარნეულში და ერთად აღვნიშნავდით ამ დღეს. სამწუხაროდ, დღეს, პანდემიის გამო, სხვა ვითარებაში გვიწევს მუშაობა. აქედან გამომდინარე, მინდა, ყველას მადლობა გადაგიხადოთ ამ რეალობის გათვალისწინებისთვის. კიდევ ერთხელ, მთელი გულით გილოცავთ ნოვრუზ ბაირამს - ნოვრუზ ბაირამნეზ მუბარეკ ოლსუნ", - აღნიშნა პრემიერმა.

ცნობისთვის, ნოვრუზობის დღესასწაული გაზაფხულის მოსვლასთან ასოცირდება და ის 21 მარტს გაზაფხულის ბუნიობის დღეს აღინიშნება. მიჩნეულია, რომ 21 მარტის შემდეგ ბუნება იღვიძებს და ძველი ახლით იცვლება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა