არჩილ თალაკვაძე - ჩვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რომ დაუნის სინდრომის მქონე ყოველ ადამიანს შეეძლოს საზოგადოებასთან და  გარემოსთან სრულყოფილად დაკავშირება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე დაუნის სინდომის საერთაშორისო დღეს ეხმაურება.

როგორც თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს, საზოგადოების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რომ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს შეეძლოთ საზოგადოებასთან და გარემოსთან სრულყოფილად დაკავშირება.

"21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. წელს მთავარი გზავნილი კავშირების და მონაწილეობის გაუმჯობესებაა, რადგან კოვიდ19-ის პანდემიამ დამატებითი სირთულე და ბარიერები შეუქმნა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს.

ჩვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რომ დაუნის სინდრომის მქონე ყოველ ადამიანს შეეძლოს საზოგადოებასთან, გარემოსთან სრულყოფილად დაკავშირება", - წერს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს