მთავრობის ადმინისტრაციასთან "სოცაფეთქება" ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით აქციას მართავს

მთავრობის ადმინისტრაციასთან მოძრაობის ,,სოცაფეთქება” ორგანიზებით ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით აქცია იმართება.

აქტივისტებს თან აქვთ ბანერები წარწერით: ,,მოხსენით კომენდანტის საათი”, ,,გადავარჩინოთ ტურიზმი” და ა.შ. ისინი ამავე მოთხოვნით სარჩელს ხვალ, საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანენ.

,,თავისუფლების ინსტიტუტის” წარმომადგენელი სალომე ხვადაგიანის განცხადებით, ნებისმიერ ქვეყანაში განსაზღვრული უნდა იყოს ობიექტური კრიტერიუმები თუ რა შემთხვევაში შეიძლება დამძიმდეს, შეიცვალოს, ან შერბილდეს შეზღუდვები, ჩვენ ქვეყანაში კი ასეთი კრიტერიუმები არ გვაქვს.

,,თავისუფლების ინსტიტუტი” საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანს კოლექტიურ სარჩელს ,,ქართველი ხალხი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ”. ვაპროტესტებთ მთელ რიგ სადავო ნორმებს, როგორც ადმინისტრაციული კოდექსიდან, ასევე სისხლის სამართლის კოდექსიდან, რომელიც აწესებს სანქციას იზოლაციის და კარანტინის წესების დარღვევაზე. ასევე ვაპროტესტებთ მუხლებს, რომლის მიხედვით, პარლამენტმა გადასცა მთლიანი საკანონმდებლო პასუხისმგებლობა მთავრობას. ნებისმიერ ქვეყანაში განსაზღვრული უნდა იყოს ობიექტური კრიტერიუმები, რა შემთხვევაშიც შეიძლება დამძიმდეს შეზღუდვები, შეიცვალოს, ან შერბილდეს. ჩვენ ასეთი კრიტერიუმები არ გვაქვს. მაგალითად გერმანიაში, ეს ინფიცირებულთა რაოდენობაზე არის დამოკიდებული”, - აღნიშნა სალომე ხვადაგიანმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა