კახეთის გზატკეცილზე, სადაც მოქალაქეები საწვავზე ფასების ზრდას აპროტესტებდნენ, პოლიციასთან დაპირისპირება მოხდა

კახეთის გზატკეცილზე, სადაც მოქალაქეები საწვავის ფასების ზრდას აპროტესტებდნენ ხმაური იყო. აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.

პოლიციამ რამდენიმე პირი საპატრულო ავტომობილში ჩასვეს, თუმცა მოხდა თუ არა მათი დაკავება ამ დროისთვის უცნობია.

„გვინდოდა, რომ გადაგვეკეტა გზის სავალი ნაწილი, გადავედით ფეხით მშვიდობიანად, მაგრამ მოვიდა პატრულის ძალიან ბევრი თანამშრომელი, დაახლოებით, 80-90, შეიძლება მეტიც, გადაგვყარეს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.

მერე, ვეცადეთ გზის გადაკეტვას და ერთ-ერთი ჩვენი აქტივისტი დააკავეს. ახლა მივდივართ, კიდევ გვინდა გავაგრძელოთ აქციის მსვლელობა, მაგრამ პატრული ხელს გვიშლის. დაახლოებით 400 მანქანაზე მეტია და ცოცხალი ძალაც იყო, გვქონდა პირველ ჯერზე ცოცხალ ძალას გადაკეტილი და შემდეგ დაგვარბიეს და გადაგვყარეს“, - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ლაშა ქოჩიაშვილი.

ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.

შეგახსენებთ, საწვავის ფასების ზრდას აპროტესტებენ საქართველოს რეგიონებშიც.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა