სერგო ჩიხლაძე - ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალი იგეგმება, სადაც საქართველოს საკითხზეც იმსჯელებენ, დარწმუნებული ვარ, წნეხი „ქართულ ოცნებაზე“ გაძლიერდება და ისინი გამოხატავენ მედიაციის გაგრძელების სურვილს

ჩვენ უახლოეს დღეებში, ჩვენს მეგობრებს ევროკავშირიდან კიდევ ერთხელ მივმართავთ და თუ იქნება მედიაციის გაგრძელების მზაობა და სურვილი ევროკავშირის მხრიდან, ჩვენ კვლავ მზად ვართ და გახსნილები ვართ მოლაპარაკებებისთვის, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ჩიხლაძის შეფასებით, ევროკავშირში დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტერიალზე, ევროკავშირი აუცილებლად გამოხატავს საქართველოში მედიაციის გაგრძელების სურვილს.

„მოლაპარაკებებზე ოპოზიციის წინადადებების განხილვამდეც არ მივიდა საქმე „ქართული ოცნების“ გამო. მედიატორებმა „ქართულ ოცნებას“ დაუდეს რამდენიმე წინადადება და არც ერთზე არ დათანხმდა, რომ მერე ჩვენ გაგვსაუბრებოდნენ. მოლაპარაკებებზე ის მომენტი არ დადგა, რომ ჩვენ რამე კომპრომისზე წავსულიყავით, საერთოდ არ წამოვიდა „ქართული ოცნება“ ამ საკითხებზე მოსალაპარაკებლად, ხოლო ოპოზიციისგან გაჟღერებული რაც იყო - ეს იყო, თუნდაც პლებისციტი, ვადები და არჩევნების სხვადასხვა ვარიანტი. ის კი არა, რომ ამაზე არ წამოვიდა ხელისუფლება ან ჩვენ რაღაცაზე არ წავედით, ხელისუფლებამ უბრალოდ არც განიხილა ვარიანტი ვადამდელი არჩევნების და არ განიხილა ვარიანტი ამ ეტაპისთვის პოლიტპატიმრების გათავისუფლების. ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ უახლოეს დღეებში ჩვენ მეგობრებს ევროკავშირიდან და გამოვხატავთ მზაობას, სურვილს, რომ თუ იქნება მზაობა და სურვილი ევროკავშირის მხრიდან მედიაციის გაგრძელების, ჩვენ კვლავ მზად ვართ და გახსნილები ვართ მოლაპარაკებებისთვის, კონსულტაციებისთვის. ამ კვირაში იგეგმება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალი, სადაც საქართველოს საკითხზეც იმსჯელებენ და მე დარწმუნებული ვარ, რომ გაძლიერდება წნეხი „ქართულ ოცნებაზე“ და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი გამოხატავენ სურვილის მედიაციის გაგრძელების, რათა მოლაპარაკებები გაგრძელდეს. ოპოზიცია კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ თანახმა ვართ და მზად ვართ ჩავერთოთ ამ მოლაპარაკებებში“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა