ირაკლი ღარიბაშვილი - ვულოცავ ჟურნალისტთა კორპუსს პროფესიულ დღეს - ქვეყნის დემოკრატიისთვის აუცილებელი წინაპირობა დამოუკიდებელი და თავისუფალი, პლურალისტური მედიაგარემოს არსებობაა, რასაც ჩვენი გუნდი  უდგას გარანტად

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ქართველ ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს. მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყნის დემოკრატიისთვის აუცილებელი წინაპირობა დამოუკიდებელი და თავისუფალი, პლურალისტური მედიაგარემოს არსებობაა.

„მინდა ქართული ჟურნალისტიკის დღე მივულოცო ჩვენს ჟურნალისტებს, მედიის წარმომადგენლებს. უდიდესი პასუხისმგებლობაა, პრინციპებისა და ღირებულებების ერთგულებით, მაღალი პროფესიული სტანდარტის დაცვით ემსახურო შენს ხალხსა და ქვეყანას. ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისთვის კი აუცილებელი წინაპირობა დამოუკიდებელი და თავისუფალი, პლურალისტური მედიაგარემოს არსებობაა, რასაც ჩვენი გუნდი - „ქართული ოცნება" უდგას გარანტად. კიდევ ერთხელ ვულოცავ მთელს ჟურნალისტთა კორპუსს პროფესიულ დღეს და ვუსურვებ წარმატებებს მათ პროფესიულ საქმიანობაში", - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა