“ჯივიპი” 22 მარტს წინამძღვრიშვილის ქუჩაზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" 22 მარტს, დიდუბის რაიონში, წინამძღვრიშვილის ქუჩა N186-თან, წყალმომარაგების

ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

როგორც „ინტერპრენიუსს“ კომპანიიდან აცნობეს, აღნიშნულის გამო, აბონენტების ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება.

„მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოები ღამის საათებში შესრულდება.

სამუშაობის მიმდინარეობის პერიოდში, წყალმომარაგების ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 22 მარტს 23:00 საათიდან 23 მარტის დილის 08:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:

წინამძღვრიშვილის, ნინოშვილის, თამარ მეფის, წერეთლის და აღმაშენებლის გამზირის ნაწილს. აბასთუმნის, ფიფიების, პასტერის, ხოშარაულის, თევდორე მღვდლის, ევდოშვილის, ქუთაისის, სამტრედიის და მიმდებარე ქუჩებს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge“- აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს